7 ნიშანი, რას ამბობს ფრჩხილები თქვენს ჯანმრთელობაზე

1248

დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანი აღჭურვილია ბევრი მაჩვენებლით, რომელთა სწორი გაგებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. ერთ–ერთი ასეთი მაჩვენებელია ფრჩხილები.

ექიმები ირწმუნებიან, რომ ფრჩხილებზე არა მხოლოდ უნდა ვიზრუნოთ, არამედ მუდმივად დავაკვირდეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოგრჩეთ. Vivien გიამბობთ, რომელ 7 ნიშანს უნდა მიაქციოთ ყურადღება ფრჩხილებზე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

1. გაუფერულება და სიმკრთალე

ჯული ძის, ნიუ–იორკის სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგის, თქმით, ფრჩხილების გაუფერულება ან სიმკრთალე, თუ ადრე მსგავსი ცვლილება არ შეგინიშნავთ, შეიძლება ფრჩხილის ფირფიტის პრობლემებზე საუბრობდეს.

„ასეთი ლაქები შეიძლება ფრჩხილის ფირფიტის მელანომის განვითარების პირველი ნიშნები იყოს“ – განმარტავს ექიმი.

2. მოყვითალო შეფერილობა

„თუ ფრჩხილები მოყვითალო გახდა, ეს ფსორიაზის დაწყებაზე მიგანიშნებთ“ – აღნიშნავს ექიმი. რიგი სპეციალისტების აზრით, ფრჩხილებზე ყვითელი ფერი ღვიძლის პრობლემების დაწყებაზე საუბრობს.

3. მოცისფრო შეფერილობა

არანაკლებ საგანგაშოა ფრჩხილზე მოცისფრო შეფერილობა (ციანოზი). ანდრეი ვაილის, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექიმის თქმით, ეს შეიძლება ჰემოგლობინის დაბალ დონეზე, სისხლის მიმოქცევის და სასუნთქი გზების პრობლემებზე საუბრობდეს.

4. თეთრი ლაქები

ასეთი ლაქები შეიძლება ხან გაჩნდეს და ხან გაქრეს. ბევრი გვირჩევს, რომ ამას ყურადღება არ მივაქციოთ. სხვადასხვა ფორმის პატარა თეთრი ლაქები ორგანიზმში თუთიის ან კალციუმის დეფიციტზე საუბრობს.

თუ ფრჩხილებზე ჰორიზონტალური თეთრი ზოლები გაჩნდა, ეს თირკმლების დაავადებაზე მიგანიშნებთ, გვაფრთხილებს ჯულია ძი. ამ მდგომარეობას ცალკე სახელი აქვს – ლეიკონიხია.

5. განივი „ღარები“

ექიმის თქმით, ფრჩხილის ზედაპირზე მცირე ჩაღრმავებები ამბობს, რომ ადამიანი ძლიერ სტრესს განიცდის. მეორე მიზეზი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. და ბოლოს, მესამე მიზეზი: ფრჩხილის დაზიანება.

6. გრძივი ხაზები

ხშირად ფრჩხილებზე თხელი, გრძივი ხაზები ხანდაზმულებში გვხდება, რაც ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებებით არის გამოწვეული. თუმცა ზოგჯერ ასეთი ზოლები ახალგაზრდებშიც ჩნდება. ამ შემთხვევაში გრძივი ხაზები შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ადამიანი საკმარის სითხეს არ იღებს.

7. მტვრევადი და აშრევებული

ფრჩხილის მტვრევადობას და შრეებად დაყოფას რამდენიმე მიზეზი იწვევს. ექიმები ყველაზე გავრცელებულ მიზეზად A, E, D ვიტამინების, ასევე რკინის და თუთიის დეფიციტს მიიჩნევენ. ამასთან მტვრევადი და აშრევებული ფრჩხილები ენდოკრინული და გულ–სისხლძარღვთა სისტემების პრობლემებზე შეიძლება საუბრობდეს, კერძოდ შეიძლება დიაბეტის მაუწყებელი იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს