ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის ექსპერტები აცხადებენ, რომ გულის შეტევა ხშირად პროგრესირებადი გულის იშემიური დაავადების შედეგია. იშემიური დაავადების დროს სისხლძარღვები, რომლებიც გულის კუნთებს კვებავენ, ცხიმის დაგროვების გამო ვიწროვდება. დაზიანებული არტერიები შეიძლება გადაიკეტოს, ასე გულში სისხლის მიწოდება წყდება და მისი უჯრედები კვდება. თუ გულში სისხლის მიმოქცევა 30 წუთში არ აღდგება მიოკარდიუმის შეუქცევადი დაზიანება, ანუ ინფარქტი მოხდება.
ექიმების თქმით, ხელზე არსებობს ნიშნები, რომლებიც მსგავსი დარღვევის მაღალ რისკზე გაფრთხილებთ. Vivien გიამბობთ, რომელ ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად.
- თითებზე ყვითელი გამონაყარი. ასეთი გამონაყარი ტრიგლიცერიდების უკიდურესად მაღალ დონეზე საუბრობს. ტრიგლიცერიდები – ცხიმოვანი კომპონენტები, რომლებსაც არტერიების კედლებზე დაგროვება და ათეროსკლეროზის განვითარება შეუძლია. თავის მხრივ, ათეროსკლეროზი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობაა და ბევრ გულ–სისხლძარღვთა დაავადებას წინ უძღვის.
- ლაქები ფრჩხილებსა და ხელისგულებზე. კიდევ ერთი პოტენციური ნიშანი, რომ ადამიანი რისკ ჯგუფში მოხვდა. ფრჩხილებზე მუქი ლაქების ან წითელი წერტილების, ხიჭვის მსგავსი ხაზების გაჩენა. გულის ბრიტანული ფონდის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ „ფრჩხილების ქვეშ სისხლის წერტილები შეიძლება გულის შიდა გარსში ან სარქველებში ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციაზე საუბრობდეს – ენდოკარდიტი“.სპეციალისტების თქმით, ენდოკარდიტს გულის სერიოზულად დაზიანება და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. მისი სხვა სიმპტომი ხელზეც გვხდება, ხელის შიდა მხარეს მოწითალო ლაქების ან ხაზების სახით.
- მონაცრისფრო ან მოლურჯო თითები. ეს სისხლის ცუდი ცირკულაციის და ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტის ნიშსანია, რაც ქოლესტერინის დაგროვების გამო სისხლძარღვების შევიწროებით აიხსნება. მსგავსი დარღვევისას გული იტანჯება, ამიტომ ხელის კანზე მოლურჯო შეფერილობის აღმოჩენისას ექიმს მიმართეთ და შესაძლო „გულის შეტევის“ რისკზე კონსულტანცია გაიარეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს