მაღალი ქოლესტერინის გარე ნიშნები თავზე, ხელზე ან ფეხზე ვლინდება

3175

რა ხდება თქვენს თავზე, ხელებსა თუ ფეხებზე? პასუხი მიგანიშნებთ, გაქვთ თუ არა მაღალი ქოლესტერინი.მაღალი ქოლესტერინი სისხლში ცუდი ქოლესტერინის (LDL) ჭარბ რაოდენობას გულისხმობს, რომელიც არტერიების კედლებს ფოლაქების სახით ეკვრის. ქოლესტერინის ფოლაქების ჭარბი დაგროვება ათეროსკლეროზის განვითარებას, არტერიების შევიწროებას, მათში თრომბის განვითარების რისკის ზრდას ხელს უწყობს. თუ თრომბის გამო გულის ან ტვინის მკვებავი სისხლძარღვები ჩაიკეტება, ინსულტი ან გულის შეტევა მოსალოდნელია.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ქოლესტერინის დონე უნდა იცოდეს და აკონტროლოს. ხშირად ქოლესტერინის დაგროვებას შესამჩნევი ან გამაფრთხილებელი გარე ნიშნები არ აქვს. მაგალითად, ბევრი პაციენტი ქოლესტერინის მაღალი დონის შესახებ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით, მათ შორის გულის შეტევით მოხვედრისას იგებენ.სამედიცინო ექსპერტები შეგახსენებთ, რომ სისხლში ცხიმის მაღალ დონეზე მიმანიშნებელი სიგნალები თავს, ხელებს ან ფეხებს ეხება. ამის შესახებ Express Health წერს.

„ქოლესტერინის მაღალი დონის ორი ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი თავის ტკივილი კეფის მიდამოში, ასევე ხელის ან ფეხის ტკივილი“ – ციტირებს გამოცემა ექსპერტებს.

ხშირი თავის ტკივილი კეფაში. Medicover Hospitals–ის ექიმების მონაცემებით, თავის ტკივილს თავის მიდამოში მდებარე სისხლძარღვების ქოლესტერინის ფოლაქებით დაცობა იწვევს. მსგავსი სიმპტომის დროს თერაპევტს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ქოლესტერინის ფოლაქების უკონტროლო დაგროვება სისხლძარღვების დაცობვას იწვევს, რამაც შეიძლება სისხლძარღვების გაწყვეტა და შემდეგ ინსულტი გამოიწვიოს.

ხელის ან ფეხის ტკივილი. დაგროვებულმა ქოლესტერინმა შეიძლება ფეხის და ხელის სისხლძარღვები დაბლოკოს. დიდი ხნის განმავლობაში ქოლესტერინის დაგროვების შედეგი შეიძლება იყოს ხელის და ფეხის მტკივნეული შეგრძნებები.

„სხეულის ამ ნაწილში ჩხვლეტა მიგანიშნებთ, რომ ქოლესტერინის დონე მაღალია“ – აზუსტებენ სპეციალისტები.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მაღალი ქოლესტერინის დროს ერთადერთი ეფექტური მეთოდი სისხლის ანალიზის აღებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს