ხშირი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა დაავადება იყოს.

2905

ზოგჯერ ჭარბი ან ნაკლები ოფლიანობა შეიძლება პრობლემური იყოს. Vivien გიამბობთ, თუ რას ამბობს ოფლი თქვენს ჯანმრთელობაზე და რა რეკომენდაციებს იძლევიან სპეციალისტები.ოფლიანობა ნორმალური მოვლენაა, თუ გცხელათ ან ვარჯიშობთ, მაგრამ ზოგი ძლიერ ოფლიანობას მაშინაც, როცა სხეულს გაგრილება არ სჭირდება.

„ჩვენ ვოფლიანობთ, რადგან ვეგეტაციური ნერვული სისტემა (ვნს), რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან პროცესებს აკონტროლებს, საოფლე ჯირკვლებს ოფლის გამოყოფის სიგნალს აძლევს. ოფლდენა სხეულის ტემპერატურის გაკონტროლებაში გვეხმარება, აორთქლების ხარჯზე ორგანიზმს აგრილებს. ძლიერი ოფლდენისას შესაძლებელია ადამიანის ვეგეტაციური ნერვული სისტემა ოფლის გამოყოფის შესახებ უფრო მეტ სიგნალს იძლეოდეს. მათ შეიძლება საოფლე ჯირკვლებიდან მეტი ოფლი გამოყონ“ – განმარტავს ექიმი, ადამ ფრიდმანი, Stratum Clinics–ის დერმატოლოგ–კონსულტანტი.

ძალიან ბევრი ან ნაკლები ოფლიანობა შეიძლება პრობლემური იყოს. ჭარბმა ოფლიანობამ შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი და უხერხულობა გამოიწვიოს, უკიდურეს შემთხვევაში ტანსაცმელი სწრაფად სველდება. ოფლიანმა ხელისგულებმა, ტერფებმა და სახემ ადამიანი შეიძლება უხერხულობაში ჩააყენოს. არასაკმარისმა ოფლიანობამ (ანგიდოზი) შეიძლება თავბრუსხვევა და კოლაფსი გამოიწვიოს.

„შეამოწმეთ ჰორმონალური პრობლემები ხომ არ გაქვთ, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლების ზედმეტი ან ნაკლები მოქმედება. ეს ოფლდენის მიზეზი ხშირად არის. გრძელვადიანი ჰიპერჰიდროზი გენეტიკური პრობლემაა, რომლის განკურნებაც შეუძლებელია“.

ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები, ჰორმონალური პრობლემები და ზოგიერთი მედიკამენტის, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტების, მიღება ჰიპერჰიდროზის მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა ამასთან საბრძოლველად რამდენიმე კარგი მეთოდი არსებობს.

როდის არის ოფლიანობა დაავადების ნიშანი? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

თუ ოფლიანობა ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე, თქვენს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე გავლენას ახდენს, გამოკვლევისა და მკურნალობისთვის თერაპევტს მიმართეთ.თუ ჭარბი ოფლიანობისას ქვემოთ მოცემული რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, დახმარებისთვის კვალიფიციურ თერაპევტს მიმართეთ, რომელიც ამ საკითხს დამატებით შეისწავლის:

  • ოფლიანობა მინიმუმ 6 თვე გრძელდება;
  • ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გიშლით;
  • კვირაში ერთხელ მაინც გაწუხებთ;
  • ღამით ხდება (ღამით ოფლიანობა)
  • ჭარბი ოფლიანობის ოჯახური ისტორია გაქვთ;
  • მედიკამენტებს ხშირად იღებთ;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს