თუ მე–2 ტიპის დიაბეტი ფარულად ვითარდება და თან სისხლში შაქრის უკონტროლო მატება ახლავს, დიდი ალბათობით ფეხების მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს. Vivien გირჩევთ, ფეხების მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ, რომ გართულებების თავიდან აცილება შეძლოთ.
მე–2 ტიპის დიაბეტი ორგანიზმში ინსულინის არასწორი დამუშავების შედეგად ვითარდება. ინსულინი ჰორმონია, რომელიც ენერგიის საწარმოებლად გლუკოზის გადამუშავების პროცესს აკონტროლებს. დიაბეტიკებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა უმცირდებათ და შედეგად, სისხლში შაქრის დონე იზრდება. ქრონიკულში გადასული შაქრის უკონტროლო ზრდა ორგანიზმში, მათ შორის ფეხებში, სხვადასხვა დაზიანებას იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, არსებობს ფეხის დაზიანების 3 სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც სისხლში შაქრის არაჯანსაღ რყევებს უკავშირდება.
მეცნიერები ფეხებში შესამჩნევი, სისხლში შაქრის უკონტროლო ზრდის 3 ნიშნის გაჩენას ნევროპათიის განვითარებას უკავშირებენ. ნევროპათია იგივე ნერვების დაზიანება, რომელსაც ძალიან სქელი, „დაშაქრული“ სისხლი იწვევს. თავის მხრივ, ნეიროპათია ფეხებზე მიღებულ დაზიანებას და წყლულებს დიდი ხნით უხილავს ხდის, რაც მე–2 ტიპის დიაბეტის დამახასიათებელი სიგნალია. მსგავს დარღვევას სახიფათო შედეგები აქვს, რადგან დაზიანებამ შეიძლება განგრენა და ამპუტაციის საჭიროება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, სისხლში შაქრის უკონტროლო ზრდა ფეხებში სისხლის მიმოქცევაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მის ინტენსივობას ამცირებს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება სხვა ნიშნები.
- სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო ჭრილობის და ნაკაწრის შეხორცების პრობლემები ჩნდება;
- შეიძლება იგრძნოთ კრუნჩხვები და ფეხის ან ტერფის ტკივილი;
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ზრდასრულ ადამიანებს ფეხების მდგომარეობის შემოწმებას ურჩევს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფეხების მდგომარეობის გართულების რისკის შემცირებას შეძლებთ, თუ სისხლში შაქრის დონეს გააკონტროლებთ.
დამატებითი რეკომენდაციები:
- ფეხების სისუფთავე შეინარჩუნეთ, ინფექციები თავიდან აიცილეთ;
- შესაფერისი ფეხსაცმელი ატარეთ, რომელიც არ გიჭერთ და კანს არ ხეხავს;
- ფეხშიშველმა არ იაროთ, განსაკუთრებით ბაღში ან სანაპიროზე, რომ ჭრილობები თავიდან აიცილოთ;
- გადაჯვარედინებული ფეხებით არ დაჯდეთ, რომ სისხლის მიმოქცევა არ დაარღვიოთ.
- კოჟრების და გასქელებული კანის სამკურნალოდ ორთოპედს მიმართეთ.
- მოწევას თავი დაანებეთ, რომ ფეხები დაიცვათ.