ადრე ყველა ხაოიანი პირსახოცი ყოველი გარეცხვის შემდეგ უხეშდებოდა და გამოსაყენებლად არაკომფორტული ხდებოდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ საქმე პირსახოცშია და შეცვლის დრო იყო.დღეს Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ხაოიან პირსახოცზე სწორად და როგორ დაარბილოთ, თუ მოულოდნელად გაუხეშდა.როცა მსგავს პრობლემას პირველად შევეჯახე, სახლში ყველა ხაოიანი პირსახოცი გამოვცვალე. თუმცა დროთა განმავლობაში ახალმა პირსახოცმაც გაუხეშება დაიწყო.გავიფიქრე, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, სადღაც შეცდომას ვუშვებდი. სწორედ ამიტომ, დავიწყე სხვადასხვა მეთოდის გამოყენება: სარეცხი საშუალება, სავლები შევცვალე, ინტერნეტში ყოველგვარ რჩევას ვკითხულობდი.ერთ დღესაც გამომივიდა. ყველა დასკვნა გავაერთიანე და ახლა გამოცდილებას თქვენ გიზიარებთ.
5 მთავარი შეცდომა, რაც პირსახოცის გაფუჭებას იწვევს:
- პირსახოცის ფხვნილით გარეცხვა. სჯობს თხევადი საშუალება გამოიყენოთ, რომელიც უფრო ადვილად ირეცხება. პირსახოცს სწორედ ქსოვილის ბოჭკოებში გაჭედილი სარეცხი საშუალება აუხეშებს.
- დანარჩენ თეთრეულთან ერთად სარეცხ მანქანაში ჩადება (თუნდაც ერთი ფერის იყოს).
- სარეცხი მანქანის დოლურის ზედმეტად გადავსება. სჯობს დოლურა მაქსიმუმ ნახევრად გაავსოთ.
- ძალიან მიყვარდა ბამბის რეჟიმზე, 60-90 გრადუსზე და მეტი ბრუნვით გარეცხვა, რომ მიკრობები დანამდვილებით მოშორებოდა და გარეცხილიყო. შედეგად, ეს ძლიერ ცვეთას იწვევდა. თუმცა ეკო რეჟიმის გამოყენებაც არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხაოიან პირსახოცს სარეცხი საშუალება ცუდად შორდება, რაც ასევე გაუხეშებას იწვევს.
- მზის პირდაპირი სხივების ქვეშ გაშრობა, რომ სწრაფად გაშრეს. თუ პირსახოცს აივანზე აშრობთ, სჯობს ჟალუზით დაჩრდილოთ ან ორპირი ქარისთვის ფანჯარა გააღოთ.
რით დავუბრუნე გაუხეშებულ პირსახოცს სირბილე
- მაღალ კონცენტრირებული მარილიანი ხსნარი. ტაშტში თბილი წყალი ჩაასხით და 2-3 ს/კ მარილი 5 ლ წყალზე დაამატეთ. კარგად აურიეთ, რომ მარცვლები არ დარჩეს. პირსახოცი წყალში 2-3 საათით ჩაალბეთ, შემდეგ გარეცხეთ. 800 ბრუნი გაწურვა და 40 გრადუსი დამატებითი გავლებით აუცილებელია. თუ კარგი ამინდია და პირსახოცი სწრაფად გაშრება, შეგიძლიათ მხოლოდ 400 ბრუნზე დააყენოთ.
- წყლის დასარბილებლად თხევად საშუალებას 2 ს/კ საკვები სოდა და 1,5 ს/კ უბრალო მარილი დაუმატეთ. თავად დოლურაში 4 სილიკონის ღრუბელი ჩადეთ. შეგიძლიათ სპეციალური ბურთები გამოიყენოთ, მაგრამ ღრუბლები უფრო იაფი დაგიჯდებათ და თან იგივე ეფექტს მიიღებთ.
- გაშრობის შემდეგ ორთქლის რეჟიმზე დააუთოვეთ. ეს სადავო მომენტია, მაგრამ ორთქლი ბოჭკოებს კარგად პენტავს.
პროცედურის სიხშირე
2-3-ჯერ ასეთი პროცედურის ჩატარება საკმარისია, რომ უხეში პირსახოცი დაარბილოთ. თუ ამჩნევთ, რომ პირსახოცი უხეშდება, პროცედურა გაიმეორეთ.