გაქონილ სამზარეულოს პირსახოცს მეორე შანსს ვაძლევ

958

სამზარეულოს პირსახოცი ნებისმიერი დიასახლისისთვის შეუცვლელი ნივთია. ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში პირველად პირსახოცს ვიყენებთ და ამით უფრო იტანჯება. დროთა განმავლობაში ჩამჯდარი ლაქების მოშორება რთულდება. თუმცა ერთი ხრიკი არსებობს. Vivien გიზიარებთ საიდუმლო მეთოდს, როგორ გარეცხოთ სამზარეულოს პირსახოცი.

საშუალება სამზარეულოს პირსახოცის გასარეცხად

პირსახოცის გასარეცხად სპეციალურ ქიმიური სითხის გამოყენება აუცილებელი არაა. თაობების მიერ გამოცდილი მარტივი ხალხური საშუალებით ძველი ცხიმის ლაქების მოშორებაც შეიძლება. ასეთ მათეთრებელ პროცედურას სახლის პირობებში მარტივად ჩაატარებთ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ: რამდენიმე ნაცნობი ინგრედიენტი.

დაგჭირდებათ:

  • 2 ლ მდუღარე წყალი
  • 0,5 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
  • 0,5 ჭიქა მათეთრებელი
  • 3 ს/კ სოდა
  • 1,5 ს/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად, მდუღარე წყალი დიდ ტაშტში ჩაასხით, რომ ყველა პირსახოცი ჩაეტიოს.
  2. ცხელ წყალს ფხვნილი, სოდა, მათეთრებელი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. კოვზით კარგად აურიეთ. ფხვნილი ბოლომდე უნდა გახსნათ.
  3. მიღებულ ნარევში ჭუჭყიანი სამზარეულოს პირსახოცები ჩაყარეთ. ხის ჩხირით ან იმავე კოვზით სითხეში ჩაალბეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პირსახოცი სრულად დასველდეს. ამის შემდეგ რამდენიმე საათით გააჩერეთ
  4. ახლა პირსახოცები ტაშტიდან ამოიღეთ და ცივ, გამდინარე წყალში კარგად გაავლეთ.
  5. დამატებით სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. მზადაა!

როგორც ხედავთ, სამზარეულოს პირსახოცებიდან ძველი ლაქების მოშორება არც ისე რთულია. ასეთი მათეთრებელი საშუალება ნებისმიერი სირთულის ჭუჭყს გაუმკლავდება. თქვენი პირსახოცი ახალივით იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს