უფასო პედიკური სახლში: პემზის, სახეხის და ქლიბის გარეშე

1573

ჩვეულებრივ, ფეხის კანის მოსავლელად ვიყენებთ ისეთ დამხმარე ინსტრუმენტებს, როგორიცაა პედიკურის ქლიბი ან პემზა. შედეგი კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანმოკლე. 2-3 დღეში კანი გაუხეშებას და აქერცვლას იწყებს. შედეგად, ფეხის მოვლის პროცედურის უფრო ხშირად ჩატარება გვიწევს. ნამდვილი ჩაკეტილი წრე. თუ ამაზე დიდი დროის დახარჯვა არ გსურთ, სახლის პირობებში პედიკურის გაკეთება დაგეხმარებათ.

ზაფხულში, როგორც არასდროს, ფეხის კანი შრება და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ღია ფეხსაცმელი მინის, კენჭის და მსგავსი ელემენტით კანის დაზიანების რისკის ზრდის. თავდასაცავად ორგანიზმი ტერფის ეპიდერმისის გასქელებას იწყებს, მას უფრო უხეშს ხდის. მსგავსი რამ პედიკურის ინსტრუმენტებით ქუსლების რეგულარული დამუშავებისას იქმნება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ ამ პროცედურაზე უარის თქმა გადავწყვიტე. Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ფეხის კანზე.

უფასო პედიკური სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად

  1. პედიკური ფეხის აბაზანის მომზადებით იწყება. ცხელი წყალი ტაშტში ჩაასხით და 4 ს/ სოდა დაუმატეთ. აურიეთ და ფეხები აბაზანაში ჩადგით.
  2. კანი ხელებით აიქერცლეთ, არანაირი ინსტრუმენტი არ გამოიყენოთ.
  3. სუფთა, მშრალ ტერფებში ცოტა სოდა შეიზილეთ და წინდები ჩაიცვით.
  4. სიარულისას სოდა კანის პილინგს აკეთებს: წვრილი, მაგრამ უხეში ნაწილები ტერფებს არბილებენ. წინდები 2 საათით უნდა გეცვათ.
  5. წყლით ჩამოიბანეთ, ფეხები გაიმშრალეთ და ნებისმიერი მკვებავი კრემი წაისვით.

უკვე ორი პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, რომ ფეხის კანი შესამჩნევად რბილი და სასიამოვნო გახდა. ასეთ პედიკურს სახლის პირობებში რეგულარულად ვიკეთებ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მეხმარება. თეთრებად ღირებული მეთოდია, მაგრამ შედეგი 5+.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს