რისი ეშინია ბუგრებს ნებისმიერ ქიმიაზე მეტად

1564

როგორც იქნა, გასულ წელს ბაღის გასუფთავება მოვახერხე. რაც თავი მახსოვს, ვაშლის და ქლიავის ხეებს შორის 1 მ სიგრძის სარეველები იყო. სინანულის გარეშე ამოვთხარე და გათავისუფლებულ მიწაზე გაზონი დავრგე. ახლა მხოლოდ მავნებლების დამარცხება დამრჩა. გავიგე, რომ წითელი წიწაკა ბუგრების საწინააღმდეგოდ საკმაოდ ეფექტურია.

ზაფხულში ჩემს ბაღს ატმის ხეც შევმატე. საკუთარ ბაღში ხილის მოკრეფაზე ყოველთვის ვოცნებობდი. აღმოჩნდა, რომ ეს მცენარე მავნებლებისგან ძლიერ იტანჯება. ბუგრები შეშლილივით ახალგაზრდა ფოთლებს თავს ესხმიან. მოსავლის გარეშე რომ არ დავრჩენილიყავი, ბუგრების საწინააღმდეგოდ წითელი წიწაკა გამოვიყენე. შედეგს გიზიარებთ.

წითელი წიწაკა ბუგრების საწინააღმდეგოდ

  1. ქვაბში, რომელსაც საკვების მოსამზადებლად აღარ იყენებთ, 1 ლ ონკანის წყალი ჩაასხით. 50 გრ წითელი დაფქული წიწაკა დაუმატეთ. აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. დაახლოებით 20 წუთით ხარშეთ.
  2. ამის შემდეგ გაზქურიდან გადმოდგით და 1 დღე დააყენეთ. დროის გასვლის შემდეგ რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. მზა საშუალება 4 ლ წყალს აურიეთ. ამრიგად, 50 გრ წითელი წიწაკიდან 5 ლ ხსნარს მიიღებთ. პროპორციები ადვილი დასამახსოვრებელია.
  3. ნაყენი პულვერიზატორში გადაასხით და დაამუშავეთ მცენარეები, რომლებზეც ბუგრები ბინადრობენ. მავნებლებს ახალგაზრდა წამონაზარდების და ფოთლების შიდა ნაწილის დაპყრობა უყვართ, ამიტომ ხსნარი არ დაგენანოთ.
  4. შემოწმებულია. თუ გსურთ, რომ საშუალება ფოთლებზე დიდხანს დარჩეს, 5-10 გრ დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ამისთვის საპონი წინასწარ გახსენით.

უსაფრთხოების ზომები

  • დაზიანებული ხეების და ბუჩქების დამუშავებისას უსაფრთხოების ზომები არ დაგავიწყდეთ. წითელი წიწაკის ნაყენი საკმაოდ აგრესიული საშუალებაა, რომელმაც შეიძლება ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს. პროცედურის დროს დამცავი სათვალე, ხელთათმანი და რესპირატორი გაიკეთეთ.
  • ამ წესების გათვალისწინებით მცენარეები უქარო ამინდში დაამუშავეთ. თუ სუსტ ნიავს გრძნობთ, ბუჩქები და ხეები ქარის მიმართულებით დანამეთ. ასე საშუალების წვეთები თქვენ არ მოგხვდებათ.

თქვენც აწყდებით აგარაკზე ბუგრების პრობლემას? როგორ ებრძვით მავნებლებს? როგორ თვლით, წითელი წიწაკა ბუგრების საწინააღმდეგოდ ეფექტურია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს