ოთახის მცენარეები, რომლებიც მწერებს აფრთხობენ

1346

ოთახის მცენარეები ჩვენი მწვანე დამხმარეები არიან. ისინი სახლში წარმატებას და ფულს იზიდავენ, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან და შეუძლიათ დაოჯახებაშიც დაგეხმაროთ. სასარგებლო ოთახის მცენარეები აფრთხობენ ტოქსიკურ მწერებს, რომლებიც ზაფხულში სიცოცხლეს გვიმწარებენ. Vivien გირჩევთ ბინაში ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეები განათავსოთ, რომ ზაფხულის თბილ საღამოს კოღომ და ბუზმა არ შეგაწუხოთ.

სასარგებლო ოთახის მცენარეები

  • ქრიზანთემა – ქრიზანთემა არა მხოლოდ ლამაზი ყვავილებით, არამედ სასარგებლო თვისებებით ცნობილია. ის მწერების მოსაშორებლად შესანიშნავი ნატურალური საშუალებაა. მცენარის ყლორტი შეიცავს პირეტრინს, რომელიც მწერებს არ მოსწონთ. ქრიზანთემა ფანჯრის რაფაზე დადეთ, რომ კოღომ სახლში შემოსვლა არც გაიფიქროს. მისი ყვავილებით და ცხელი წყლით ნაყენი მოამზადეთ და ტანსაცმელზე შეისხურეთ, ასე მავნებლებს დააფრთხობთ.
  • პიტნა – მცენარეს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. სტრესის მოსაშორებლად პიტნის ჩაის ვსვამთ ან მის ქოთანს სამუშაო მაგიდასთან ახლოს ვდებთ. პიტნა ნამდვილ სასწაულს ახდენს, როცა საქმე ჭიანჭველების მოგერიებას ეხება. პიტნა დაყარეთ ყველა იმ კუთხეში, სადაც მწერებს შენიშნავთ. ძლიერი სუნი დაუპატიჟებელ სტუმრებს სამუდამოდ მოგაშორებთ.
  • ლავანდა – ლავანდა ველური მცენარეა, რომელიც სახლშიც შესანიშნავად იზრდება. ასევე დაეხმარება დიასახლისებს, რომლებიც ბინიდან მწერებს ვერ იშორებენ. მცენარე შეიცავს ლინალოლს, რომელიც აფრთხობს ტარაკანს, ბუზს და რწყილს. ახალი ან ხმელი ლავანდის ყვავილი პულვერიზატორიან ბოთლში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ავეჯი და ზედაპირები დაამუშავეთ. ხმელი ყვავილი შეგიძლიათ კარადაში ჩადოთ, რომ ჩრჩილი არ გაჩნდეს.
  • კატაპიტნა – პიტნის ერთ–ერთი სახეობა, რომელიც მწერებს აფრთხობს. სასარგებლო ოთახის მცენარე არა მხოლოდ ჭიანჭველებს, არამედ კოღოებს მოგაშორებთ.
  • ბერგამოტი – ამ მცენარეს ფუტკრის ბალზამსაც უწოდებენ, მისი ყვავილები ხომ ფუტკრებს იზიდავენ. ამასთან ბერგამოტი გამოიყენება როგორც პესტიციდი, რომელიც მიწისქვეშა მავნებლებს აშინებს.
  • სალბი – სალბი კოღოებს არ უყვართ და მას კილომეტრებით გვერდს უვლიან. მცენარე სახლში დარგეთ, რომ მომაბეზრებელმა სისხლისმსმელებმა თავი დაგანებოთ.
  • თავშავა – ალბათობით, ჭკვიანი დიასახლისის სახლში ხმელ თავშავას იპოვით. ახალი მცენარეც სასარგებლოა. მწერები მის ზეთოვან არომატს ვერ იტანენ, ხალხს კი ძალიან მოსწონს.
  • აბზინდა – აბზინდას ყველა სახლში ვერ დარგავთ, მაგრამ სახლის უკანა ეზოში ან აგარაკზე მცენარე ძალიან სასარგებლოა. ცნობილია, რომ ის რწყილების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. აბზინდის ნაყენი შეგიძლიათ ძაღლს ან კატას შეასხუროთ, ასევე ამით ცხოველების ავეჯი ან ბალიში დაამუშავოთ. ასე რწყილი შინაურ ცხოველებს აღარ შეაწუხებს.
  • ასფურცელა – ასფურცელას ღია ყვითელი ყვავილები ბუზებს აშინებთ. მათთვის ამ მცენარის ფოთლების სუნი აუტანელია. საკმარისია, ასფურცელას თაიგული სახლში დადოთ, რომ ბუზები თქვენს საცხოვრებელში არ მოფრინდებიან!
  • აგერატუმი – ამ მცენარეს ძაფის ყვავილსაც უწოდებენ. მას ლამაზი იასამნისფერი, თითქოსდა ძაფით ნაქსოვი ყვავილები აქვს. მას პარფიუმერიაში ხშირად იყენებენ, თუმცა კოღოებისგან დაცვაში დაგეხმარებათ. ბაღში დარგეთ ან მისი ყვავილები ლარნაკში ჩადეთ, რომ მომაბეზრებელი მწერები მოიშოროთ.

სასარგებლო ოთახის მცენარეები მწერების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. თითოეულ მავნებელს საკუთარი ყვავილი აქვს. კოღოს აგერატუმის ეშინია, რწყილებს – აბზინდის, ბუზებს – ასფურცელას. რაც მთავარია, ეს მცენარეები ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს