ყველა ვერ ახერხებს კიტრის ღირსეული მოსავლის მიღებას. ასეთ პრობლემას დამწყები მებოსტნე ხშირად აწყდება. თუმცა არ იდარდოთ, დროთა განმავლობაში გამოცდილებას მიიღებთ და სხვებს რჩევებს თავად გაუზიარებთ. ხშირი პრობლემაა ე.წ. ფუჭყვავილას სიმრავლე.პრობლემა შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. ზოგჯერ მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. აქ, შეიძლება ამინდმა გიღალატოთ (ძალიან ცხელა ან ცივა) ან მორწყვის რეჟიმი დაარღვიოთ, რაზეც კიტრი ძალიან პრეტენზიულია. ასევე შეიძლება აზოტი ჭარბად მიაწოდოთ. როგორც ხედავთ, მიზეზი ბევრია.როგორ დავეხმაროთ კიტრს ამ სიტუაციაში? პირველ რიგში, ზემოთ მოცემული მიზეზები უნდა გააქროთ. ამის შემდეგ სპეციალური სასუქი მოამზადოთ, რომლის რეცეპტს Vivien გიზიარებთ. აზოტი მთლიანად ამოიღეთ!
ინგრედიენტები:
- 5 ს/კ ძვლის ფქვილი
- 2 ს/კ კალიუმმაგნეზია
- 1 ჭიქა ნაცარი
- 10 წვეთი იოდი
- 5 გრ ბორი
მომზადების და გამოყენების წესი:
- ყველაფერი კარგად აურიეთ და 1 ვედრო წყალში გახსენით. იმწამსვე შეგიძლიათ კიტრი ფესვების ქვეშ მორწყათ – 0,5 ლ ხსნარი თითო ბუჩქზე.
- ასეთი გამოკვების შემდეგ იმავე დღეს და არა ხვალ ან ერთ კვირაში, შემდეგი ხსნარით დანამეთ: 1 ვედრო წყალში 200 მლ რძე და 2 გრ ბორი გახსენით. ერთ დღეში პირველი ნასკვები გამოჩნდება. ეს ბევრის მიერ გამოცდილია!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს