წიწაკას და პომიდორს ივნისში სააფთიაქო ვიტამინით ვნამავ და პრობლემები არ მაწუხებს

1235

დღეს Vivien გიამბობთ, რით შეგიძლიათ დანამოთ მცენარეები ივნისში აგარაკზე. ამ საშუალების შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

დანამვა, რომელზეც დღეს გიამბობთ, პომიდორს და წიწაკას აძლიერებს და დარგვის შემდეგ მათ სასიცოცხლო ძალებს აღადგენს. ქიმიკატების გამოყენება არ გჭირდებათ. ამ მიზნისთვის B9 ვიტამინი გამოგადგებათ. ვიტამინის მეორე სახელია ფოლიუმის მჟავა. აფთიაქებში 50 აბიანი შეფუთვები იყიდება.

ფოლიუმის მჟავა მცენარეს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში ეხმარება. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ნაყოფის ზრდას, მასის მომატებას ხელს უწყობს. თუ მცენარე დაჩრდილულ ადგილში იზრდება, მაშინ ასეთ სასუქის გამოყენებას 100% გირჩევთ. მსგავსი სასუქი სათბურისთვის გამოგადგებათ, რადგან მცენარე ასეთ პირობებში სინათლის დეფიციტს ხშირად განიცდის.

სასუქის მიწოდება დანამვის სახით ხდება. 1 მგ პრეპარატი 10 ლ წყალში გახსენით. უბრალოდ საჭირო რაოდენობა წყალში გახსენით და დანამეთ. ხსნარი არ დაგენანოთ, მცენარე იმდენს აიღებს, რამდენიც სჭირდება. 1 მგ ერთ ვედრო წყალზე ბევრი არაა. ასეთი დანამვა ყოველ 2 კვირაში გაიმეორეთ. თავად გაოცდებით, როგორ შეიცვლება თქვენი წიწაკა და პომიდორი.

რა თქმა უნდა, ასეთი ხსნარით შეგიძლიათ კიტრიც დანამოთ, მაგრამ პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ასეთ დამუშავებაზე კიტრი არც თუ ისე ძალიან კარგად რეაგირებს. შეგიძლიათ თავად სცადოთ, იქნებ რამე შეამჩნიოთ. აი, ბადრიჯანი ასეთი კვებით მოხარული დარჩება. საერთოდ გსმენიათ B9 ვიტამინის სასუქად გამოყენების შესახებ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს