ყურებთან მასაჟი ახალგაზრდობის კუთხეს მკვეთრს ხდის, შუბლს ასწორებს და ქუთუთოს წევს

985

Vivien გთავაზობთ სახის მასაჟს, რომლის დახმარებით ახალგაზრდობის კუთხე უფრო მკვეთრი გახდება, შუბლის ნაოჭები გაქრება და ზედა ქუთუთო აიწევა. მასაჟის დროს და შემდეგ შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა, თითქოსდა თავში შეკუმშული ზამბარა ნაზად იშლება, ამასთან თვალები ფართოვდება და შუბლი სწორდება.

ყურის მიმდებარე მიდამო ხშირად ავიწყდებათ, არადა აქ მდებარეობს რთული კუნთები, რომლებიც მუდმივად დაძაბულია და მთელ სახეს წევს.

ამ მიდამოს გასაღვივებლად, სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად, ლიმფის გასაფანტად სუფთა, მშრალი ხელები და რამდენიმე თავისუფალი წუთი დაგჭირდებათ.

  1. დაწექით ან დაჯექით. გულმკერდი გაასწორეთ, კეფა, კისერი, მხრები მოადუნეთ. გირჩევთ, რომ თავიდან მონიტორის წინ პუნქტების მიყოლებით შეასრულოთ. შემდეგ შეგიძლიათ მწოლარე პოზაში შეასრულოთ.
  2. რამდენჯერმე გაცნობიერებულად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. თითქოსდა ამას ყურების მიდამოში აკეთებთ, ყურადღება ამაზე გაამახვილეთ.
  3. ყურებზე ხელისგულები დაიფარეთ და კვლავ ყურის მიდამოს ყურადღება მიაქციეთ. მარტივად და თავისუფლად ისუნთქეთ, დაძაბულობის და სუნთქვის შეკავების გარეშე.
  4. ყურების და მისი მიმდებარე მიდამოს გახურებას და პულსირებას დაელოდეთ.
  5. მასაჟი დაიწყეთ. ოდნავ დაჭიმული თითის წვერებით ყურების გარშემო კუნთები მსუბუქად დაიზილეთ. თითებით ძვლამდე ჩადით, რომ კუნთები გააქტიუროთ და არა კანი.
  6. თავისუფლად სუნთქვა გააგრძელეთ. წარმოიდგინეთ, რომ ჰაერი სამასაჟო მიდამოდან შემოდის და გადის.
  7. 1-2 წუთით დაიმასაჟეთ. უფრო დიდხანს არ ღირს, განსაკუთრებით თუ ასეთი თვითმასაჟის პრაქტიკაში დამწყები ხართ.
  8. მასაჟის შემდეგ ფრთხილად ადექით, თავიდან მოდუნებულად დაჯექით ან დაწექით. მწოლარე პოზიდან მარჯვენა გვერდზე ადექით, ხელებით აიწიეთ. ზურგი თანდათან გამართეთ, თითქოსდა კედელს ეყრდნობით, კისერი გამართეთ და თავი ყველაზე ბოლოს ასწიეთ.

სრული კურსი: ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, 15-20-ჯერ.

კვანტური თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მოცარტი ენერგეტიკული ვიბრაციების ასამაღლებლად საუკეთესოა. მასაჟი მისი მუსიკის ფონზე უფრო სახალისო და სასიამოვნოა.

თუ ფიქრობთ, რომ მასაჟმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს