პომიდორი ამ ხსნარით მორწყეთ, ნასკვების რაოდენობა გაიზრდება და აიძულებთ ნაყოფი არ ჩამოაგდოს

2341

დღესდღეობით ძალიან ბევრი რჩევა არსებობს, თუ როგორ დავაჩქაროთ პომიდვრის ხარისხიანად ზრდა, როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი, როგორ მოვიშოროთ მავნებლები და დავიცვათ პომიდორი დაავადებებისგან და ა.შ. ზოგჯერ ნამდვილად ეფექტური მეთოდები გვხდება მავნებლებთან საბრძოლველად და მცენარის გამოსაკვებად. და მაინც, ამ რჩევების 90% საერთოდ არ მუშაობს.

პომიდვრის მოყვანის პრობლემა არასდროს რომ არ შეგექმნათ, Vivien გაგაცნობთ ყველა დეტალს ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. თავდაპირველად, გიამბობთ, რით უნდა გამოკვებოთ პომიდორი ყვავილობის პერიოდში.

გირჩევთ კალიუმი–ფოსფორის სასუქი შეიძინოთ, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში უპრობლემოდ შეიძენთ. საკმაოდ იაფი ღირს, მაგრამ ნამდვილად კარგ შედეგს მიიღებთ.

ნატურალური სასუქი

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნატურალური სასუქი გამოიყენოთ. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აზოტი დაგჭირდებათ. მთავარი ინგრედიენტია ნიშადურის სპირტი. 1 ს/კ ნიშადურის სპირტი 10 ლ წყალზე.

თუ ნატურალური ფოსფორის მიღება გსურთ, ძვლის ფქვილი (სადღაც ამ ნივთიერების 40%) გამოიყენეთ. სასუქის მოსამზადებლად 500 გრ ფქვილი აიღეთ და 10 ლ ცხელი წყალი დაასხით. 10 საათით დააყენეთ და დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ.

უბრალო ხის ნაცარში საკმაოდ ბევრი კალიუმია. 1 ჭიქა ნაცარს 10 ლ წყალი დაასხით და რამდენიმე საათით დააყენეთ. შემდეგ დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ კომბინირებული სასუქი გამოიყენოთ. 1 ს/კ ნიშადურის სპირტი და 1,5 ს/კ მონოფოსფატის კალიუმი აიღეთ. 3 ლ წყალი დაასხით და 3 საათით დააყენეთ. თითო ჭიქა ნარევით ბუჩქის ქვეშ მორწყეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს