3 ძველი მეთოდი, რომლებიც კიტრის ბევრ ნასკვს და კარგ მოსავალს მოგცემთ

2473

კიტრის მდიდარი მოსავლის მისაღებად მხოლოდ მაღალი ხარისხის ჯიშის შეძენა და დარგვა საკმარისი არაა.

კიტრს სწორი მოვლა, მათ შორის სასუქების და ზრდის სტიმულატორების მიწოდება სჭირდება. ასე მცენარის აქტიურ ზრდას, ნასკვების ფორმირებას და ნაყოფის სწრაფად მომწიფებას ხელს შეუწყობთ. Vivien გთავაზობთ 3 მეთოდს, რომელთა დახმარებით კიტრის ზრდას დააჩქარებთ და უხვი მოსავლის მიღებას შეძლებთ.

საფუარზე დაფუძნებული ზრდის სტიმულატორი

მოსამზადებლად თბილი წყალი გამოიყენეთ. წყლის ტემპერატურა მინიმუმ 34 °C უნდა იყოს. 0,5 ლ წყალი დაგჭირდებათ. წყალს 5 გრ მშრალი საფუარი და 0,5 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 10 წუთით დააყენეთ, შემდეგ კიდევ 5 ლ წყალი დაუმატეთ.

ამის შემდეგ ხსნარს კალიუმი დაუმატეთ. ასე ხსნარი სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრდება, რაც ნაყოფის განვითარებას ხელს შეუწყობს. მიღებული ნარევი დაახლოებით 4 საათით დააყენეთ. ეს დუღილის პროცესის დასამთავრებლად კეთდება.

თითოეულ მცენარეზე 0,5 ლ ნარევი გამოიყენეთ. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ახალი ხსნარით უნდა მორწყათ. 1 დღეზე მეტხანს არ გააჩეროთ.

პურის ზრდის სტიმულატორი

ამ საოცარი სასუქის მოსამზადებლად 0,5 კგ ძველი პური, 0,5 კგ ახალი საფუარი და ამდენივე სარეველა დაგჭირდებათ. ამის შემდეგ ვედრო წყალი დაუმატეთ და 2 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და მორწყეთ.

თუ ხსნარის მომზადება გარკვეული მიზეზით არ გსურთ, კვლებს შორის ძველი პურის ნაჭრები ჩააწყვეთ.

წვიმის ან მორწყვის დროს პურზე წყლის მოხვედრა მიწაში მკვებავი ნივთიერებების შეღწევას ხელს შეუწყობს. ამ მეთოდის გამოყენებისას დააკვირდით, რომ მიწაზე ქერქი არ წარმოიქმნას, რაც მკვებავი ნივთიერებების შეღწევას ხელს უშლის.

ნაცრის სასუქი

მეთოდი საკმაოდ მარტივია. 20 ს/კ ნაცარი და 1 ვედრო წყალი დაგჭირდებათ. მიღებული ნარევი 1-1,5 კვირა დააყენეთ. პერიოდულად აურიეთ. 1,5 კვირის შემდეგ ხსნარი გადაწურეთ და მცენარე მორწყეთ – 0,5 ლ ნარევი თითო მცენარის ქვეშ.

ზემოთ მოცემული სასუქები კიტრს ყველაზე მეტად უხდება. კიტრი უფრო ინტენსიურად გაიზრდება, ნასკვები სწრაფად ფორმირდება. კიტრის გემოზეც გავლენას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს