წლების მიერ გამოცდილი რეცეპტი უხვი მოსავლის მისაღებად. მოლოდინს გადააჭარბებს

2280

დღეს Vivien გიზიარებთ გამოცდილ რეცეპტს, რომლის დახმარებით უხვ მოსავალს მიიღებთ. რეცეპტი გამონაკლისის გარეშე ყველას გამოადგება და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კულტურისთვის იყენებთ, იქნება ეს პომიდორი, წიწაკა თუ ბაღის მარწყვი. ამ რეცეპტებს ყველა იყენებს.

დაგჭირდებათ მხოლოდ 1 პაკეტი ბორის მჟავა, რომელიც ცხელ წყალში უნდა გახსნათ, 1 ლ რძე, რამდენიმე წვეთი იოდი (5-6) და ცოტა მარგანცოვკა. მარგანცოვკის ფერი გაჯერებული ვარდისფერი უნდა იყოს. ასევე დაგჭირდებათ 1 ს/კ ნიშადურის სპირტი. ყველაფერი 10 ლიტრიან სარწყავში ჩაასხით და ყელამდე წყლით გაავსეთ. მცენარე ფესვების ქვეშ მორწყეთ – 0,5 ლ თითო ბუჩქზე.

ფოთლების დასანამად სხვა რეცეპტი გამოიყენება. 0,5 ლ რძეში ჩაასხით 2-3 წვეთი იოდი, 1 ჩ/კ ბორის მჟავა (წინასწარ ცხელ წყალში აურიეთ). მიღებული ნარევი 1 ლიტრამდე წყალში გააზავეთ და დილით ადრე ან საღამოს მცენარე დანამეთ. ასე ბევრ ნასკვს, ანუ მოსავალს მიიღებთ.

ყოველ წელს ამ რეცეპტებს ვიყენებ და მოსავალს არ ვუჩივი. ამ რეცეპტებში ცუდი არაფერია, მხოლოდ უპირატესობები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს