წლების მატებასთან ერთად კანში ზეთის წარმოქმნა მცირდება, ამიტომ თავის თვისებებს კარგავს. მაგალითად:
- ელასტიურობა და სიმკვრივე მცირდება;
- გამონაყარი ჩნდება;
- ნაკეცები და ნაოჭები ვითარდება;
- კანი ჭკნება, ზოგჯერ მუქი ლაქები ჩნდება;
კანის ამ პრობლემების მოსაშორებლად შეგიძლიათ ნატურალური ზეთი გამოიყენოთ.
ზეთი კანის დეფიციტურ კომპონენტებს ანაზღაურებს, ამიტომ მის მდგომარეობას სწრაფად აუმჯობესებს და ყველაზე გავრცელებულ კანის პრობლემებს აქრობს. ნატურალური ზეთების გამოყენება კანის სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
Vivien გიამბობთ იმ ზეთების მთავარ თვისებებზე, რომელთაც კანისთვის ხშირად იყენებენ.
1. ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი ასაკობრივი ნიშნების, მაგალითად, მუქი ლაქების და ნაოჭების, გამოჩენას აფერხებს, ასევე კანს მზის სხივებისგან იცავს.
ყოველდღე 2 ს/კ ქოქოსის ზეთის მიღებით იმუნიტეტს გააძლიერებთ და განწყობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. სხვათა შორის, თუ ქოქოსის ზეთს შხაპის შემდეგ კანზე წაისვამთ, დიდხანს დატენიანებული დარჩება.
2. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი იდეალურია კანის აღსადგენად, ასევე მისი მგრძნობელობის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ის ბევრ უჯერ ცხიმებს, მინერალებს, ასევე ვიტამინებს შეიცავს, ამიტომ თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს.
ოდნავ შეათბეთ და კანზე წაისვით. ზეითუნის ზეთი სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.
3. ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობას ზეთი მომამწიფებელ თვისებებს ფლობს, ასევე ბევრ C და E ვიტამინს შეიცავს. შეგიძლიათ ფეხის მასაჟისთვის გამოიყენოთ.
4. ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი ნაოჭებს ამცირებს და სიბერის ნიშნების გამოვლენას აფერხებს. რამდენიმე წვეთი ზეთი მუქ წრეებზე რეგულარულად წაისვით და გაქრება.
5. E ვიტამინი
E ვიტამინი ასაკობრივ ლაქებს, ასევე ნაოჭებს ამცირებს. E ვიტამინი ზეითუნის ზეთს ან ქოქოსის ზეთს აურიეთ და ნარევი ძილის წინ გამოიყენეთ. არ ჩამოიბანოთ.
6. ლავანდის ეთერზეთი
ლავანდის ეთერზეთი ძლიერ ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს, ამიტომ ფსორიაზის და კანის დაზიანების საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებენ.
5-6 წვეთი ლავანდის ეთერზეთი და 1 ს/კ ალოეს ვერას გელი აურიეთ. ნარევი კანზე წაისვით. ფრთხილად შეიზილეთ. 10 წუთში ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
7. ხორბლის ჩანასახის ზეთი
ხორბლის ჩანასახის ზეთი ინტენსიურ აღმდგენ თვისებებს ფლობს, რომლებიც კანის პრობლემებს და ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის. ამ ზეთის რამდენიმე წვეთი 1 ს/კ ალოე ვერას გელი აურიეთ და კანზე წაისვით. 5 წუთით დაიმასაჟეთ, შემდეგ კიდევ 10 წუთით გაიჩერეთ.
ეს ზეთები ნებისმიერ ასაკში გამოიყენეთ და უფრო ახალგაზრდული და ლამაზი გახდებით!
ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!