ასაკი თითოეულ ადამიანზე თავის ანაბეჭდს ტოვებს. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება არავის შეუძლია, მაგრამ ორგანიზმის დაბერების და ასაკობრივი ცვლილებების (ჩამოწელილი კანი, ნაკეცები, ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები) შესანელებლად მეთოდები არსებობს.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სწორი კვება და რეგულარული ვარჯიში აუცილებელია. სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არსებობს 3 ძირითადი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის დაბერების შენელებაში გვეხმარება. ამ მკვებავი ნივთიერებების რეგულარული მიღებით დიდხანს ახალგაზრდა და ლამაზი დარჩებით.
Vivien გირჩევთ, რომ ეს 3 მკვებავი ნივთიერება თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, თუ გსურთ სიბერე შეანელოთ.
1. ბოჭკოები
ბოჭკოები საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებს, ნაწლავების მოძრაობას სტიმულირებს, რაც ნარჩენების და ტოქსინების მოშორებაში გვეხმარება. რაც უფრო ჯანმრთელია ორგანიზმი, მით უკეთეს მდგომარეობაშია კანი, თმა, ჯანმრთელობა და განწყობა.
ბოჭკოებს იპოვით შემდეგ პროდუქტებში: პური, ბრინჯი, მაკარონი და მთელი მარცვლეული. სხვათა შორის, ხილიც ბევრ უჯრედისს მოგცემთ.
2. B12 ვიტამინი
ორგანიზმი სრულყოფილად რომ ფუნქციონირებდეს, B12 ვიტამინი რეგულარულად უნდა მიიღოთ, რადგან წლების მატებასთან ერთად მისი შთანთქმის უნარს ვკარგავთ. ეს კი ენერგიის და სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას იწვევს.
ის გვხდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ხბოს ხორცი, ახალგაზრდა ცხვრის ხორცი, ფრინველი, ორაგული, კრევეტები, ასევე კვერცხი. ამ ვიტამინს მცენარეებშიც იპოვით.
3. ომეგა 3
ეს კარგი ცხიმია, რომელიც ჯანმრთელობას მხარს უჭერს. მისი მიღება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და ანთების რისკს ამცირებს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა ტვინის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა.
მას იპოვით თევზში, კაკალსა და სელის თესლში.
ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.