სელის თესლი: როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი და სამკურნალო ეფექტი

1611

სელის თესლი როგორც უჯრედისით, ისე ცხიმოვანი მჟავით განსაკუთრებით მდიდარი თესლია. მისი მიღება ქოლესტერინის საკონტროლოდ და გახდომის პროცესის დასაჩქარებლად რეკომენდებულია.

სელის თესლი სისხლში გლუკოზის დონეს აკონტროლებს. ბევრი ბოჭკოს შემცველობით ყაბზობას ამსუბუქებს, საჭმლის სწორად მონელებას ხელს უწყობს. ის ანტისიმსივნურ თვისებებსაც ფლობს, განსაკუთრებით ძლიერ გვიცავს ძუძუს კიბოს, მსხვილი ნაწლავის და წინამდებარე ჯირკვლების სიმსივნის წინააღმდეგ.

სელის თესლის სალათებში, ცომეულში ან წვენსა თუ რძეში დამატებით ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებლის მიღება შეგვიძლია, თუმცა მაქსიმალური სარგებლის და სამკურნალო ეფექტის მისაღებად სჯობს სწორად მოიხმაროთ.

დღეს Vivien ყველაზე ეფექტურ რეცეპტს გთავაზობთ. ასევე გირჩევთ სახლში გემრიელი სელის რძე მოამზადოთ ( ეს საინტერესოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მას სუპერმარკეტებში ხშირად ვერ იპოვით).

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ სელის თესლი
  • 300 მლ სუფთა წყალი
  • 1 ს/კ ქიშმიში ან უკურკო ფინიკი
  • 2 ჩ/კ თაფლი (სურვილით)
  • 1 ს/კ სეზამის თესლი

მომზადება და გამოყენება:

  1. სელის და სეზამის თესლებს 300 მლ თბილი წყალი დაასხით.
  2. ქიშმიში ან ფინიკი გარეცხეთ და ცივი წყალი დაასხით. 15-20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ გარეცხეთ და თესლებს და წყალს დაუმატეთ. ამის შემდეგ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ. სჯობს თავსახური დაახუროთ და მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ.
  4. დილით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  5. რეკომენდებულია, საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს