იცით თუ არა, რომ ზოგიერთი პროდუქტი კბილებს უფრო აზიანებენ, ვიდრე ტკბილეული. ერთი შეხედვით უვნებელი და სასარგებლო ხილ–ბოსტნეული, კენკრა და სხვა პროდუქტი, რომელთაც ყოველდღე მივირთმევთ, კბილებს ანადგურებენ. Vivien გიზიარებთ პროდუქტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ კბილის მინანქარს ანადგურებენ.
პროდუქტები, რომლებიც კბილებს კანფეტზე მეტად აზიანებენ
ფორთოხლის წვენი
1 ჭიქა ახალდაწურული ფორთოხლის წვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კბილებისთვის ნამდვილი კოშმარია. დამნაშავე მასში შემავალი ხილის მჟავებია, რომლებიც მინანქარს შლიან. მასზე უარის თქმა საჭირო არაა. უბრალოდ წვენის დალევის შემდეგ წყალი გამოივლეთ. კბილები ჯაგრისით არ გაიწმინდოთ, რადგან ასე პრობლემას გაართულებთ. თუ პირის ღრუში წყლის გამოვლებას ვერ ახერხებთ, წვენის დალევისას საწრუპი გამოიყენეთ.
ჩიას თესლი
ბოლო დროს ეს სუპერ პროდუქტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, თუმცა სტომატოლოგებს დიდად არ უყვართ. ჩიას პატარა თესლები კბილებს შორის იჭედება და ღრძილებს ეკვრება. ასე ბაქტერიები მრავლდება. ამის თავიდან ასაცილებლად კბილის ძაფი ან ირიგატორი გამოიყენეთ. მარწყვის და კივის თესლსაც იგივე ეხება.
მარცვლოვანი პური
პური, რომელიც ბევრ თესლს შეიცავს, გემრიელი და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა, მაგრამ კბილები მადლობას ვერ გეტყვით. კბილები შეიძლება უბრალოდ გატყდეს. თუ ძლიერი და ჯანმრთელი კბილები გაქვთ, შეგიძლიათ არ იღელვოთ.
ჩირი
ჩირს საკვებში დანამატად ან წასახემსებლად ხშირად იყენებენ. იცით, რომ ასეთი უვნებელი პროდუქტი კბილისთვის საფრთხეს მალავს? ჩირს ხშირად კაუსტიკური სოდით და გოგირდის დიოქსიდით ამუშავებენ, რომლებიც მინანქარზე ნეგატიურად მოქმედებენ. სითხის დაკარგვისას ხილი ბევრ შაქარს თავისთავში აგროვებს. გამოდის, კბილებისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე კარამელი. ჩაკბეჩისას კბილებს ფირფიტივით ედება და ასე შაქარი კბილების დასაზიანებლად საკმარის დროს იღებს.
წითელი კენკრა
წითელი კენკრა (ჟოლო, მოცხარი და შტოში) იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია. თან გემრიელი პროდუქტია. მათში შემავალი ასკორბინის მჟავა ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ კბილებს ანადგურებს. კენკრაში შემავალი წითელი საღებავი კბილებს თეთრ ფერს უკარგავს.
უსაფუარო ხრაშუნა პური
ხრაშუნა პურის ჭამით ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვცდილობთ, მაგრამ ის პირის ღრუს მხოლოდ აზიანებს. ორცხობილის და ხრაშუნა პურის ფხვიერი ნაჭრები ღრძილებში იჭრება და ზიანს აყენებს. გირჩევთ, ჯერ ჩაიში ან სხვა სითხეში ჩაალბოთ. ასე კბილების დაზიანებას თავიდან აიცილებთ.
პომიდორი
პომიდორი ბევრისთვის საყვარელი და სასარგებლო პროდუქტია. თუმცა მისი წვენი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, რაც მინანქრისთვის საზიანოა. პომიდვრის პატარა ნაჭრები ღრძილებსა და კბილებს შორის იჭრება. მისი საღებავები კბილებს აყვითლებენ.
ამ სასარგებლო პროდუქტებზე უარის თქმა არ ღირს. საკმარისია იცოდეთ, რომ კბილებისთვის სახიფათოა და ფრთხილად მიიღოთ. ასევე პირის ღრუს ჰიგიენა დაიცავით!