რით ჩავანაცვლოთ მარილი, რომ გემრიელი და ჯანსაღი კერძი მივიღოთ

848

ამ თეთრი, კრისტალური სანელებლის გარეშე კულინარიული შედევრების წარმოდგენა რთულია. ის კერძს ბევრად გემრიელს ხდის, თუმცა მისი ხშირი და დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. Vivien გთავაზობთ მარილის რამდენიმე კარგ ალტერნატივას.

ზოგიერთი ნატურალური პროდუქტის დახმარებით კერძში უმარილობას ვერც იგრძნობთ. ასე კერძი ბევრად სასარგებლო გახდება.

რით ჩავანაცვლოთ მარილი გემოს დაკარგვის გარეშე

მარილი – ნატრიუმის და ქლორის მთავარი წყარო. მოცემული მიკროელემენტები საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. ისინი უჯრედების შიგნით ენერგეტიკულ ცვლას უზრუნველყოფენ. სწორედ ამიტომ, მარილის სრულად ამოღებას არ გირჩევთ. მარილი ნერწყვის გამოყოფას ხელს უწყობს, რაც საჭმლის მოსანელებლად მნიშვნელოვანია.

კერძებისთვის მაღალი ხარისხის მარილი გამოიყენეთ. მაგალითად, ზღვის მარილი, რომელშიც ბევრი სასარგებლო მინერალი და მიკროელემენტი შედის და ხელოვნურ დანამატებს არ შეიცავს. დღიური ნორმა – 5 გრ. აქტიური ოფლდენის დროს მარილის რაოდენობა გაზარდეთ.

მარილის 13 საუკეთესო ალტერნატივა

გამხმარი პომიდორი

მზეზე გამშრალი პომიდორი ყველა თვისებას და არომატს ინარჩუნებს. ასეთი პომიდორი შეგიძლიათ ბუტერბროდებს და სალათებს დაუმატოთ. დაჭრილი ხმელი პომიდორი კვერცხს, ხორცის კერძებს, ბლინებს და ღვეზელებს უხდება.

კარის ფხვნილი

ღია ყვითელ სანელებლების ნარევს დამახასიათებელი ცხარე გემო აქვს და შეგიძლიათ რაგუს, ბრინჯის და ხორცის მოსამზადებლად გამოიყენოთ. დარწმუნდით, რომ მის შემადგენლობაში მარილი არ შედის.

დარიჩინი

დარიჩინი არა მხოლოდ დესერტებში გამოიყენება. ის ხორციან რაგუს და ნაჭრებიან ღვეზელს იდეალურად ეთავსება.

თავშავა

თავშავა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და ანტიოქსიდანტური მოქმედებით ცნობილია. ხმელი თავშავა პასტას, სოუსს, ფრინველის კერძებს და თევზს დაუმატეთ.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი, როგორც უნივერსალური პროდუქტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ კერძში, სადაც მარილი მოითხოვება. მაგალითად, სალათს, თევზს ან ქათამს სუფრაზე გატანის წინ მოასხით. არომატული სითხე წვნიანს და გამომცხვარ ცომეულს დაუმატეთ. თუ ალერგიული ხართ, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

პაპრიკა

პაპრიკას ყოველდღიურ რაციონში ჩართვით ორგანიზმში დადებით ცვლილებებს შეამჩნევთ. ტკბილი და შებოლილი სანელებელი მარტივ კერძს წარმოუდგენელ გემოს ანიჭებს.

საფუარი

საკვები საფუარი მშრალი საფუარისგან მზადდება და ვეგანურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება. საფუარის ყველის გემო სოუსების და საწებლის მოსამზადებლად გამოგადგებათ.

ნიორი

ნიორი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს და ხალხური მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. კულინარიაშიც ბოლო ადგილს არ იკავებს. ნებისმიერ კერძს პიკანტურ გემოს ანიჭებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ასევე ხმელი ნიორი. თუ გსურთ პირის ღრუში დამახასიათებელი სუნის გაქრობა ნივრის კბილებს შუაგულში მწვანე აღმონაცენი მოაჭერით.

ხახვი

ხახვი ნივრის მსგავს თვისებებს ფლობს. მას შარდმდენი და გამწმენდი თვისებები აქვს. საჭმლის მონელებას ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს. ნახველს ათხელებს და ამოსახველებელი მოქმედება აქვს. ასევე ანტიბიოტიკურ თვისებებს ფლობს. ნიორი და ხახვი ერთად კარგ დუეტს ქმნის. ხორცის და ბოსტნეულის კერძებს უხდება.

კამა

კამა მდიდარია გულისთვის სასარგებლო C ვიტამინით, A კაროტინოიდური პროვიტამინით და ფლავონოიდური ანტიოქსიდანტებით. მისი გამოყენებით შესანიშნავ სალათებს და პირველ კერძებს მიიღებთ. შეგიძლიათ ბლინის ან ღვეზელის შიგთავსად გამოიყენოთ.

ძმარი

ნებისმიერი ძმარი მარილს მარტივად ჩაანაცვლებს. მჟავე სითხე წვნიანის, რაგუს, სალათის, შემწვარი კერძების და დესერტის მოსამზადებლად გამოიყენება. მთავარია, ძმარი სწორად შეარჩიოთ.

ლამინარია

ყავისფერი წყალმცენარის სამშობლოა აზია. შეგიძლიათ ცალკე გამოიყენოთ, როგორც წასახემსებელი ან ბრინჯს და ლაფშას დაუმატოთ.

შავი წიწაკა

კულინარიულ რეცეპტებში შავ წიწაკას მარილთან ერთად ხშირად იყენებენ. სურნელოვანი სანელებლით შეგიძლიათ მარილის მოხმარება შეამციროთ. მით უფრო, თუ კერძში ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს გამოიყენებთ.

ნატრიუმის გადაჭარბებამ შეიძლება რიგი დაავადებების განვითარება გამოიწვიოს. მარილს „თეთრ სიკვდილს“ უწოდებენ, ამიტომ ზომიერად მიიღეთ. ზემოთ მოცემული ინგრედიენტებით რაციონს გაამდიდრებთ და უფრო ჯანსაღ კერძებს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს