სხეულის მარჯვენა მხარეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები მდებარეობს, ამიტომ მკერდის ან მუცლის ტკივილი უყურადღებოდ არასდროს უნდა დატოვოთ.
ბევრი შიშობს, რომ მკერდში მწვავე ტკივილი შეიძლება გულის შეტევა იყოს. თუმცა გულმკერდის მარჯვენა მხარეს ტკივილს ძალიან ბევრი მიზეზი იწვევს.
მკერდის ქვედა ნაწილში ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ნაღვლის ბუშტი ან ნაღველში კენჭები, თირკმლებში კენჭები, ღვიძლის დაავადებები, ნაწლავების ანთება, ასევე გაზები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ოდნავ უფრო ძლიერი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვებთან, ნეკნებთან ან გულმკერდის კუნთების დაზიანებასთან.
მარჯვენა მხარეს ნეკნის ქვეშ ტკივილი მისი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მსუბუქი, ყრუ (რომელიც ნელნელა ქრება) ან მწვავე, თითქოსდა გულმკერდის შეკუმშვას გრძნობთ.
მარჯვენა მხარეს ყველა ტკივილი სასიცოცხლოდ საშიში არაა, მაგრამ სჯობს მიზეზი ექიმთან დაადგინოთ.
Vivien გიამბობთ, რა იწვევს ტკივილს, რომელსაც მკერდის მარჯვენა მხარეს გრძნობთ.
მარჯვენა მხარეს მდებარეობს: ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და მარჯვენა თირკმელი. ამ ორგანოებში ნებისმიერი ანთება ან ინფექცია ხერხემალში ან მუცლის ზედა ნაწილში ტკივილს იწვევს.
თქვენი გული პირდაპირ მკერდის ცენტრში, ოდნავ მარცხნივ მდებარეობს, ამიტომ ჩვეულებრივ გულთან დაკავშირებული ტკივილი მარცხენა მხარეს იგრძნობა.
მარჯვენა მხარეს ნეკნის ქვემოთ ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი დაავადებებით:
- ნაღველში კენჭები
- ღვიძლის დაავადებები
- თირკმელში კენჭები
- პანკრეატიტი
- საშვილოსნოს ყელის ანთება
- მუცლის შებერილობა
- ფილტვების დაავადებები
- პლევრის ანთება
- ფილტვების სიმსივნე
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
- გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი
- ნაწლავების ანთებითი დაავადებები
ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ, თუ მოულოდნელად უმიზეზო ტკივილი გაწუხებთ.
ექიმი ჯენიფერი რობინსონი გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ, თუ მარჯვენა მხარეს ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებთ და არ ქრება. ასევე ექიმს უნდა მიმართოთ, თუ მკერდში ტკივილთან ერთად გაწუხებთ ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან ერთ–ერთი:
- გულმკერდის უეცარი დაჭიმულობა, გულმკერდის ქვეშ წნევა ან ძლიერი ტკივილი
- ნეკნების ქვეშ ტკივილი, რომელიც ყბაში, მარცხენა მხარში ან ზურგში გადადის
- გულისცემის გახშირება ან სწრაფი სუნთქვა
- გულისრევა
- თავბრუსხვევა
- დაბალი არტერიული წნევა
- ცხელება და ჟრჟოლა
მარჯვენა მხარეს ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემლის გამრუდებით, როცა ფირფიტებში ნერვები იჭედება.