ფინიკის კურკებს არ ვყრი, არამედ სწორი დანიშნულებით ვიყენებ

1112

ბოლო დროს მე და ჩემი მეუღლე ჩირებს უფრო ხშირად ვყიდულობთ, ვიდრე კანფეტებს. რამდენიმე თვის წინ, როცა მძიმე ზამთრის შემდეგ ფორმების დაბრუნება გადავწყვიტე, რაციონი მთლიანად ფინიკზე ავაწყვე. ფინიკი გახდომაში მაგრად დამეხმარა. სწორედ მაშინ დავიწყე ფინიკის მთლიანად გამოყენება. ფინიკის კურკიდან ყავასაც ვაკეთებ.

ეს იდეა ჩემმა ნაცნობმა მომაწოდა, რომელიც უკვე მე-5 წელია ისრაელში ცხოვრობს. მან ადგილობრივ კაფეზე მიამბო, სადაც ფინიკის კურკებიდან მომზადებულ ყავას ყიდიან. ზუსტად ისე მზადდება, როგორც ტრადიციული ყავა. თუმცა გარკვეული დეტალები ახლავს. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ყავა ფინიკის კურკებიდან.

ყავა ფინიკის კურკებით

სანამ კურკის ფხვნილს მოამზადებთ, კარგად უნდა გამოაშროთ. ამისთვის ფინიკს რბილობი მოაშორეთ და კურკები საცხობ ფორმაზე ერთ ფენად ტაფაზე დააწყვეთ. 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით გამოაშრეთ.

შემდეგ კურკები მშრალ ტაფაზე გადაიტანეთ. მსუბუქ შეწითლებამდე წვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ კურკები არ დაიწვას. კურკების მზაობას ადვილად განსაზღვრავთ: ის მტვრევადი ხდება. ზოგის გატეხვას ხელითაც შეძლებთ.

ფინიკის კურკების ყავის რეცეპტი

ახლა ფხვნილი მოამზადეთ. ამ მიზნით გირჩევთ ელექტრო ყავის საფქვავი გამოიყენოთ, რადგან ის კურკებს პირველივე ცდაზე დაფშვნის. მექანიკურში პროცედურას რამდენჯერმე გამეორება დასჭირდება. მზა ფხვნილი ჯეზვეში (ყავის ასადუღებელი პატარა ტარიანი ჭურჭელი) ჩაყარეთ.

250 მლ წყალზე 2 ჩ/კ ფინიკის ყავა დაგჭირდებათ. მზა სასმელი თაფლის და ხილის ნაზი ნოტებით გამოირჩევა, ხოლო ფერით ჩვეულებრივ ყავას ჰგავს. ვაღიარებ, ასეთი არომატული სასმელის დასალევად მზად ვარ ფინიკის პალმა თავად გავზარდო.

ფინიკის ყავის სარგებელი

სინამდვილეში ფინიკის ყავას ისეთივე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც ნამდვილ ყავას. მას ჯერ კიდევ ბედუინები საუკუნეების წინ საჰარის უდაბნოში სვამდნენ. ალბათ, ფინიკის ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ იცოდნენ.

ფინიკის კურკიდან მომზადებული ყავა ისევე კარგად გაგამხნევებთ, როგორც ორიგინალი სასმელი. და მაინც, კოფეინს და გლუტენს არ შეიცავს. სასმელს სასიამოვნო გემო აქვს და მჟავე საერთოდ არაა.

ფინიკის კურკაში შემავალი კომპონენტები გულძმარვას, ასევე საჭმლის მომნელებელ სისტემას კურნავს. სასმელის მიღებით იმუნურ სისტემას თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში დაეხმარებით და ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით გაამდიდრებთ.

თქვენ გიყვართ ფინიკი? როგორ ჭამთ: უბრალოდ ნაყოფს თუ მისგან საკონდიტრო ნაწარმს ამზადებთ? სცადეთ, ფინიკის ყავის მომზადება და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს