თუ წონაში დაკლება გსურთ, გასახდომი აბების მიღებას ნუ იჩქარებთ. Vivien გირჩევთ, „1 კოვზის“ წესი გამოიყენოთ, რომელიც მადის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასევე სხეულს მკვებავი და სასარგებლო ნივთიერებებით უზრუნველყოფს, რაც ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად აუცილებელია.
ამ წესების გამოყენება დღესვე დაიწყეთ და ძალიან მალე იდეალურ ფორმებს მიიღებთ.
1. კოვზი ვაშლის ძმარი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად
თუ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარს 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატებთ, მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებს მიიღებთ. ასევე სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს შეინარჩუნებთ.
რატომ მუშაობს: სისხლში შაქრის დონის კონტროლი დაგეხმარებათ მისი რყევების თავიდან აცილებაში, რომელმაც შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს.
2. კოვზი ნატურალური თაფლი საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისთვის
თაფლი შეიცავს ფერმენტებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლო და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია.
რატომ მუშაობს: საჭმლის მომნელებელი სისტემის კარგი მდგომარეობის შენარჩუნება წონის შესამცირებლად ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია.
3. კოვზი ქოქოსის ზეთი მადის დასაქვეითებლად
ქოქოსის ზეთს რამდენიმე უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გახდომა გსურთ. ის ბევრ უჯერ ცხიმს შეიცავს. მას შესანიშნავი ზეთოვანი გემო აქვს.
რატომ მუშაობს: ქოქოსის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც არა მხოლოდ გვანაყრებს, არამედ ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. შედეგად, ცხიმს ბუნებრივად დაწვავთ.
4. კოვზი კოჭა ცხიმის დასაწვავად
კოჭა არა მხოლოდ სხეულის საერთო წონის, არამედ ცხიმის შემცირებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, ცხიმი დაკარგოთ და არა წყლის წონა ან კუნთოვანი მასა. 1 ჩ/კ კოჭა კერძს ან მწიკვი სანელებელი სასმელს დაუმატეთ და მისი დადებითი ეფექტი იგრძენით.
რატომ მუშაობს: კოჭა საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ კალორიას დაწვავს. ეს კი წონის მარტივად კლებას გამოიწვევს.
5. კოვზი ბეგქონდარა ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინებისთვის
კოვზი ბეგქონდარა თქვენს კერძს ან ჩაის გახდომის დამატებითი სტიმულირებისთვის დაუმატეთ.
რატომ მუშაობს: ბეგქონდარა მხოლოდ გემრიელი ბალახი არაა. ის ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების დაცვასა და წონის კლებით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება. გარდა ამისა, შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ზედმეტ სითხეს და ტოქსინებს გამოდევნის.
6. კოვზი კურკუმა ანტიოქსიდანტებისთვის
კურკუმა ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ცხიმის წვას ხელს უწყობს. 1 ჩ/კ კურკუმა, მწიკვი შავი და წითელი წიწაკა, ასევე 1 ჩ/კ კარაქი ან ქოქოსის ზეთი ცხელ წყალს ან რძეს დაუმატეთ. ასე შესანიშნავ გასახდომ სასმელს მიიღებთ.
რატომ მუშაობს: მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ავად ნაკლებად გახდებით, ეს კი ჯანსაღ კვებასთან კომბინაციაში წონის სწრაფად კლებას გამოიწვევს.
7. კოვზი სელის თესლი ომეგა 3–ის მისაღებად
სელი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და უჯრედისს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას ზრდიან და ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებენ.
რატომ მუშაობს: ომეგა 3–ის საკმარისი რაოდენობით მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ შემთხვევაში წონის მატება მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის გამო ხდება. სწორედ ამიტომ, ამ დეფიციტის შევსება პრიორიტეტულია. მიღებული შედეგი გაგაოცებთ.
8. კოვზი დარიჩინი მინერალების და უჯრედისის ასათვისებლად
დარიჩინი არა მხოლოდ გემრიელი სანელებელი, არამედ ინსტრუმენტია, რომელიც შეგიძლიათ გასახდომად გამოიყენოთ. დარიჩინი სწორი გამოყენების შემთხვევაში ძლიერი დამხმარე ხდება, რომელიც შედეგის მიღებას დააჩქარებს.
რატომ მუშაობს: დარიჩინი შეიცავს მინერალებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმს ყოველდღე სჭირდება. ამასთან უჯრედისის შესანიშნავი წყაროა. კოვზი დარიჩინი ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
9. კოვზი ლიმონის წვენი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად
ლიმონის გამწმენდი თვისებები წონის დაკლებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში წყალს ლიმონი დაუმატეთ. ასე ორგანიზმს გაატუტოვნებთ, რაც წონის კლებაში დაგეხმარებათ.
რატომ მუშაობს: იმუნური სისტემის სწორი მუშაობა წონის დასაკლებად მთავარი გასაღებია. ასე სურდოთი ავად იშვიათად გახდებით და ცხიმის წვას და არა შენახვას დაარეგულირებთ.
10. კოვზი კაკაო ანტიოქსიდანტებისთვის
1 კოვზი კაკაო სმუზს, ყავას, დესერტს დაუმატეთ და არა მხოლოდ შოკოლადის არომატს, არამედ ანტიოქსიდანტებს მიიღებთ, რომლებიც ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და წონის დასაკლებად მნიშვნელოვანია.
რატომ მუშაობს: კაკაოში შემავალი პოლიფენოლები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენენ. შედეგად, ორგანიზმის მუშაობა უმჯობესდება, ტოქსინები და ცხიმები ქრება.