ძლიერი მცენარეული ჩაი სახსრებიდან მარილებს 7 დღეში მოგაშორებთ

1833

პოდაგრა სახსრების ანთებაა, რომელსაც შარდმჟავის კრისტალიზაცია იწვევს. ძირითადად, ეს ამ მჟავის მარილის დაგროვებას ეხება. მას შეუძლია სხეულის ნებისმიერ სახსარში შეაღწიოს, მაგრამ პირველად ფეხის ან ხელის სახსრებს აზიანებს.

მიზეზი განსხვავებულია: გრიპი, სტენოკარდია, ცუდი ნივთიერებათა ცვლა, ცუდი კვება, ცილების ჭარბი მიღება, რევმატოიდული ინფექციები ან არაკომფორტული ფეხსაცმელი. ზოგისთვის ეს ნამდვილი კოშმარია. პოდაგრის დროს ადამიანებს კომფორტული ფეხსაცმლის მოძებნა უჭირთ.

ტრადიციული მკურნალობის მეთოდების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს არასასურველი გვერდითი ეფექტები აქვს, განსაკუთრებით დიდხანს მიღების შემთხვევაში.

რევმატოიდული ტკივილის, მათ შორის პოდაგრის, სამკურნალოდ ხალხური მედიცინა უფრო ეფექტურია. Vivien გთავაზობთ შინაურულ რეცეპტს სახსრებიდან მარილის კრისტალების სწრაფად გასაქრობად.

ჩაის რეცეპტი

  1. 1 ს/კ წვრილად დაჭრილ დაფნის ფოთოლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, თავსახური დაახურეთ.
  2. ამის შემდეგ ნარევი თერმოსში გადაიტანეთ და 24 საათით დააყენეთ.
  3. მეორე დღეს ჩაი გადაწურეთ და დღის განმავლობაში დალიეთ. მეორე დღისთვის ახალი ჩაი მოამზადეთ.
  4. პროცედურა 7 დღე გაიმეორეთ.

გარდა იმისა, რომ ჩაი სახსრებში შარდმჟავას კურნავს, ძლიერი შარდმდენი ეფექტიც აქვს, ამიტომ ტუალეტში ხშირი ვიზიტი ნუ გაგაოცებთ. თავისი არსით, ეს ორგანიზმიდან მარილის კრისტალების გამოდევნის სიმპტომიც არის.

ამ ჩაის საშარდე ტრაქტსა და თირკმლებში კენჭების დასაშლელადაც იყენებენ, თუმცა სამკურნალოდ უფრო მეტი დრო სჭირდება. კენჭების სრულად დასაშლელად ზუსტად 2 თვე მიიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს