სქელი ტუჩები ბოლო პერიოდის ტრენდია. ქალები ცდილობენ მოდას არ ჩამორჩნენ და კლინიკებს მიმართავენ, რომ ტუჩები ფილერით შეივსონ. ასეთი პროცედურები ყოველთვის სასურველი არაა. აი, რატომ ვხდებით „ლამაზმანებს“ გაბერილი და გადაბრეცილი ტუჩებით. მკითხველები ასეთი სავალალო ბედისგან რომ დავიცვათ, Vivien გიამბობთ, როგორ გაიდიდოთ ტუჩები ინექციების გარეშე.
თქვენთვის 10 ყველაზე ეფექტური და, რაც მთავარია, უსაფრთხო მეთოდი შევაგროვეთ, რომელთა დახმარებით მიმზიდველ ტუჩებს მიიღებთ. ეფექტი დროებითი, მაგრამ თვალსაჩინოა. ეს კარგი შანსია, რომ თავი კონკიად წარმოიდგინოთ, რომელსაც სასწაულებისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი აქვს. ასეთი სტიმული საკუთარი თავის მთელი დიდებულების დანახვაში დაგეხმარებათ.
როგორ გავიდიდოთ ტუჩები სწრაფად სახლის პირობებში
ტუჩის სკრაბი
არა მხოლოდ სახეს, არამედ ტუჩებს რეგულარული წმენდა სჭირდება. ასეთი პროცედურით ტუჩები გლუვი და ნაზი გახდება. სისხლის ნაკადის გაზრდის ხარჯზე უფრო მოცულობითი და ნათელი გახდება.
კოსმეტიკის მაღაზიებში სხვადასხვა საშუალება იყიდება, მაგრამ შეგიძლიათ სკრაბი სახლის პირობებში თავად მოამზადოთ. საშუალოდ თხელი თაფლი, შაქარი და ქოქოსის რძე თანაბარი პროპორციებით აურიეთ. ნარევი ტუჩებზე წაისვით და 2-3 წუთით დაიმასაჟეთ, შემდეგ სკრაბის ნარჩენები ჩამოიბანეთ.
კბილის ჯაგრისით გაწმენდა
მსგავსი ეფექტის მიღებას შეძლებთ, თუ პირს რბილი კბილის ჯაგრისით გაიხეხავთ. ის გარქოვანებულ კანის უჯრედებს შესანიშნავად აშორებს. ტუჩსაცხი იდეალურად თანაბრად დაჯდება.
კონსილერი
კონსილერი არა მხოლოდ სახის ნაკლოვანების დაფარვაში დაგეხმარებათ, არამედ ტუჩებს უფრო გაადიდებს. საკმარისია, ტუჩის ბუნებრივი კონტურის ოდნავ ზემოთ წაისვათ და ჩაშალოთ. ასეთი ბაზა ფანქრისთვის საუკეთესოა.
გრადიენტის ეფექტი
ეს ტექნიკა სინათლის თამაშის ხარჯზე ტუჩებს ვიზუალურად ზრდის. უფრო მუქი კონტური წაისვით, ხოლო ცენტრში რამდენიმე ტონით ღია ფერის ტუჩსაცხი წაისვით. საზღვრები ფუნჯით ჩაშალეთ. ცენტრში შეგიძლიათ ცოტა ბზინი დაუმატოთ. სხვათა შორის, ზოგიერთი კოსმეტიკური ბრენდი უკვე ორფერიან ტუჩსაცხებს უშვებს.
სკრაბი–ნიღაბი დარიჩინით
ეს სანელებელი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. დარიჩინის ნიღაბი მყისიერად მოქმედებს. 2 ს/კ ქოქოსის ზეთი, 1 ს/კ შაქარი და რამდენიმე წვეთი დარიჩინის ეთერზეთი აურიეთ. ნიღაბი ტუჩებზე წაისვით, ნაზად დაიმასაჟეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ერთადერთი მინუსი: ამ კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. სანამ ზეთს კანზე წაისვამთ, ყოველთვის ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ.
ახალი კონტური
ტუჩები მოამზადეთ (სკრაბი და დატენიანება). კონსილერი წაისვით, ჩაშალეთ, შემდეგ კონტური მოხაზეთ, ოდნავ ბუნებრივ საზღვრებს გადაცდით. ტუჩები იმავე ფერის ტუჩსაცხით შეიღებეთ და მზადაა. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ!
მუქ ტუჩსაცხზე უარი თქვით
მუქი ჩრდილები პირს ვიზუალურად აპატარავებს. ასეთ ტუჩსაცხებს თავი აარიდეთ. რაღაცის მსხვერპლად გაღება მოგიწევთ.
ჰაილაითერი
სინათლის თამაშის გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი. თხევადი ჰაილაითერი ზედა ტუჩის შუაგულში ორ ამობურცულ ბოლოსა და თავად ღრმულზე წაისვით. მარტივი ხრიკი პირს უფრო გამოხატულს და ლამაზს გახდის.
ტუჩის ბლესკი
ცოტა პრიალა ბლესკი თქვენს ტუჩებს წვნიანობას შემატებს. ოღონდ გლიტერები არ გამოიყენოთ, ეს შედეგს არ მოგიტანთ.
ტინტი
ტინტი სამხრეთ კორეაში პოპულარულია. ეს მდგრადი კოსმეტიკური პიგმენტია, რომელიც ტუჩის ფერის დიდხანს შენარჩუნებას ხელს უწყობს. ცოტა ტინტი ტუჩების შიდა ნაწილზე წაისვით და კუთხეებისკენ ოდნავ ჩაშალეთ. ლამაზი, სქელი ტუჩების ეფექტი გარანტირებული გაქვთ.
აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან სხვადასხვა მეთოდი მონაცვლეობით გამოიყენეთ. ზოგიერთი მათგანი კომპლექსურად უკეთ მუშაობს. აუცილებელი არაა ინექციები გაიკეთოთ, რომ საოცნებო ტუჩები მიიღოთ.