ჩვენ ხელებს ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად ვიყენებთ. სწორედ ამიტომ, გასაკვირია, თუ რამდენ ფულს ხარჯავენ ადამიანები სახის კანის და თმის მოსავლელად, ხოლო ხელებზე საერთოდ არ ფიქრობენ. არადა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები პირველად ხელებზე ჩნდება.
Vivien გიამბობთ, რა აჩქარებს ხელის კანის დაბერებას. ასევე გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ხელის კანს 20 წლით გაახალგაზრდავებთ.
ხელის კანის სწრაფად დაბერების მიზეზები
ხელზე ძალიან ცოტა ცხიმი მდებარეობს, ამიტომ კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოების დაშლა მასზე შესამჩნევ გავლენას ახდენს.
მავნე საწმენდი საშუალებების, ასევე სიცივის, მზის და ქარის ხშირი ზემოქმედება ხელის კანის დაბერებას აჩქარებს.
Vivien გთავაზობთ ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. ყველა სცადეთ და აარჩიეთ ის, რომელიც თქვენი ტიპის კანს ყველაზე უკეთ უხდება.
1. კვერცხი
ეს რეცეპტი კანის ელასტიურობას აუმჯობესებს. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის გული და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ და ხელებზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დამატენიანებელი კრემის თხელი ფენა ან ზეთების ნარევი წაისვით.
2. კარტოფილი
რეცეპტი ხელის კანს გლუვს და ელასტიურს ხდის. პირველ რიგში, საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშეთ. შემდეგ კარტოფილის პიურე გააკეთეთ და 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 2 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ რძე ან კეფირი დაუმატეთ.
კარგად აურიეთ და მიღებული ნარევი მაცივარში შეინახეთ. ნარევი კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ. ხელზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით უსაპნოდ ჩამოიბანეთ.
3. ზეთების ნარევი
ზეთები ხელის კანს არბილებენ და ნაოჭებს ასწორებენ. განსაკუთრებით უხდება ისეთ ხელს, რომელზეც სიბერის ნიშნები უკვე გამოჩნდა.
ნუშის, ზეითუნის და ქოქოსის ზეთები თანაბარი პროპორციებით აიღეთ. კანზე წაისვით და დაიმასაჟეთ. მასაჟის შემდეგ კანი ახალგაზრდავდება, უფრო ნაზი და ხავერდოვანი ხდება.
4. ლიმონის წვენი და შაქარი
ნიღაბი ასაკობრივი ლაქების გასაქრობად ეფექტური საშუალებაა. 1 ს/კ ლიმონის წვენი 2 ჩ/კ შაქარს აურიეთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნაკლები ლიმონის წვენი გამოიყენეთ და ცოტა სუფთა წყალი დაუმატეთ.
ხელის კანი ამ ნარევით წრიულად დაიმასაჟეთ, რომ მკვდარი კანის უჯრედები მოიშოროთ და სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ. მხოლოდ საღამოს, ძილის წინ გამოიყენეთ. ამის შემდეგ ხელები საპნით და ცივი წყლით დაიბანეთ და ზეთების ნარევი წაისვით.
შედეგი ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდება!