მრავალი მეთოდი და პროგრამა არსებობს, რომლებიც ცხიმის დაწვას და სწრაფად გახდომას გვპირდება. ასეთი მეთოდების უმეტესობა ძვირადღირებულ დანამატებს და ბევრ კალორიას შეიცავენ. ზოგჯერ აბები ან მეთოდი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ სწრაფად დაკლება ჭარბი წონის პრობლემას ვერ მოაგვარებს.
Vivien გთავაზობთ მარტივ ბანანის სმუზს დილაობით, რომელიც სიტუაციის შეცვლაში დაგეხმარებათ. ბევრი დიეტოლოგი ბანანის და კოჭის ნარევს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს, რომელიც ადამიანებს გახდომაში ეხმარება.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბანანს რეგულარულად იღებდნენ, უფრო სტაბილურად იკლებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ბანანს არ ჭამდნენ.
ბანანი სავსეა უჯრედისით და პექტინებით, რომლებიც საჭმლის მონელებას და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. სხვა გასახდომი საშუალებებისგან განსხვავებით ბანანი ენერგიის ზრდას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, სპორტსმენები ხშირად ჭამენ ბანანს ვარჯიშის დროს ენერგიის გასაზრდელად ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალების აღსადგენად.
კვლევებმა აჩვენა, რომ კოჭას სხეულის მასის შემცირების „დიდი უნარი“ აქვს. ამავდროულად ქოლესტერინის დონეს აბალანსებს.
კოჭა პლანეტაზე ერთ–ერთი სასარგებლო მცენარეა. საჭმლის მონელების დარღვევის შედეგად გამოწვეული გულისრევის, დილის სისუსტის, თავბრუსხვევის შესამცირებლად განსაკუთრებით სასარგებლოა.
კვლევის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებისთვის, რომელთაც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ, დღეში 60 გრ სელის თესლის ფხვნილის მიღება სასარგებლოა. უპირატესობა მოიცავს წონის კლებას, არტერიული წნევის, ანთების და ქოლესტერინის დონის შემცირებას.
სელის თესლი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, უჯრედისს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, B1 ვიტამინს, ასევე სპილენძს, მანგანუმს, მაგნიუმს და ფოსფორს შეიცავს. სელის თესლი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
მოცვი არა მხოლოდ გემრიელი ხილი, არამედ ერთ–ერთი საუკეთესო პროდუქტია ცხიმთან საბრძოლველად. მოცვი ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით და წყლით სავსეა, შედეგად, დაგანაყრებთ, მადას შეამცირებს და დაავადებებს შეებრძოლება.
კვლევამ აჩვენა, რომ ისპანახში შემავალმა თილაკოიდებმა წონა 43%–ით მეტად შეამცირა მათთან შედარებით, ვინც პლაცებოს იღებდა. ასევე ითქვა, რომ მისი მიღება არაჯანსაღი საკვების მიმართ ლტოლვას ამცირებს.
ყველა ეს ინგრედიენტი კოქტეილს მთავარ საშუალებად აქცევს, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 2 ს/კ დაფქული სელის თესლი
- 3 ს/კ გაყინული მოცვი
- ½ ჩ/კ გახეხილი ახალი კოჭა
- 1–2 ს/კ ისპანახი
- 300 მლ სუფთა წყალი
- თაფლი, კაკაო, ვანილი გემოვნებით
ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. რეკომენდებულია ამ სმუზით ისაუზმოთ.