ვითეთრებთ კბილებს და ვიშორებთ კბილის ქვას ძლიერი საშუალებით

1138

Vivien გთავაზობთ ხალხურ საშუალებას კბილების გასათეთრებლად და გასაწმენდად. შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. მის მოსამზადებლად გამოიყენება ნატურალური პროდუქტები მავნე ქიმიკატების გარეშე. ამ ნატურალურ პროდუქტებს ნაყიდ კბილის პასტებსა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებებში ხშირად იყენებენ.

ნატრიუმის ბიკარბონატი ნატურალურ თერაპიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით კბილების, ღრძილების, ყელის და კანის პრობლემების სამკურნალოდ.

ზღვის მარილი მიკრობების, ვირუსების და სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა. ის კბილის ქვას სწრაფად აქრობს, ღრძილებს აჯანსაღებს, ჭრილობებს კურნავს და კბილებს სიყვითლეს აშორებს.

ხალხური საშუალების შემადგენლობაში ქოქოსის ზეთიც შედის. მას ბევრ კოსმეტიკურ პროცედურასა და ზოგადად ჯანმრთელობისთვის იყენებენ. მისი რეგულარული გამოყენება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას ახდენს.

გირჩევთ კბილის პასტა ქოქოსის ზეთით გამოიყენოთ. გარდა იმისა, რომ სრულად ნატურალური საშუალებაა, ფთორიდის მავნე გავლენას თავიდან აგაცილებთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ ქოქოსის ზეთი
  • 4 ს/კ ნატრიუმის ბიკარბონატი (აფთიაქში შეიძინეთ)
  • 2 წვეთი გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი (სურვილის მიხედვით)
  • 8-12 წვეთი ეთერზეთი თქვენი არჩევანით
  • სტევიას ფხვნილი გემოს დასატკბობად (სურვილის მიხედვით)
  • 1 ს/კ დაქუცმაცებული ზღვის მარილი ან ჰიმალაის მარილი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თავსახურიან კონტეინერში შეინახეთ.

პირის ღრუში შეგიძლიათ წყალში გაზავებული წყალბადის ზეჟანგი გამოივლოთ, რომ მათეთრებელი ეფექტი მიიღოთ.

რეკომენდებულია, გამოიყენოთ ლიმონის, მიხაკის, ლაიმის, დარიჩინის, პიტნის, ევკალიპტის, როზმარინის და ფორთოხლის ეთერზეთები. ისინი შიგნით მისაღებად უსაფრთხოა. ეთერზეთებს სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიმიკრობული და ანტიბიოტიკური მოქმედება აქვთ.

გრეიფრუტის ექსტრაქტი პირის ღრუს უსიამოვნო სუნს ნამდვილად ეფექტურად აქრობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს