გულძმარვა: მიზეზები და 4 რეცეპტი ეფექტურად გასაქრობად

1417

დღეს Vivien გიამბობთ, რატომ ჩნდება გულძმარვა და როგორ ვებრძოლოთ მის სიმპტომებს ხალხური რეცეპტებით.

გულძმარვა გულმკერდის ქვედა ნაწილში წვას იწვევს და ხშირად ყელამდე ამოდის. ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც ცხიმიანი, ხორციანი საკვების მიღებას, ჭარბ წონას, ორსულობას და თამბაქოს მოწევას უკავშირდება, გულძმარვას იწვევს. ხშირი გულძმარვის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართეთ, რადგან ეს შეიძლება სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს.

ბევრი პროდუქტი, რომელთაც მოვიხმართ და ვსვამთ, კუჭის მჟავის წარმოებას სტიმულირებს და გულძმარვას იწვევს. მისი გამოწვევა რეცეპტით გამოწერილ ბევრ მედიკამენტს შეუძლია.

საყლაპავის ყველაზე გავრცელებული გამაღიზიანებლები: კოფეინი, ალკოჰოლი, იბუპროფენი, ასპირინი, გაზიანი სასმელები, მჟავე წვენები, შოკოლადი, მჟავები პროდუქტები, ასევე კონსერვები.

როგორც წესი, თამბაქოს მოწევა და ძალიან ცხიმიანი კერძების მიღება საყლაპავის ქვედა სფინქტერის ფუნქციაზე გავლენას ახდენს. შედეგად, კუჭს ადუნებს და კუჭის წვენი საყლაპავში აღწევს.

კიდევ ერთი მიზეზია სიმსუქნე, რომელიც მუცელში წნევას ზრდის და გულძმარვას იწვევს.

ნატურალური საშუალებები გულძმარვის გასაქრობად

თუ გულძმარვა ხშირად არ გაწუხებთ, სიმპტომების გასაქრობად შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ.

1. წყალი

წყალი პირველია, რაც აუცილებლად უნდა დალიოთ. ასე მჟავას სწრაფად გააზავებთ და მის კუჭში დაბრუნებას ხელს შეუწყობთ. სასურველია, დღეში 5-10 ჭიქა წყალი დალიოთ. ასე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას თავიდან აიცილებთ.

2. კარტოფილის წვენი

კარტოფილის აქტიური ნაერთები კუჭის წვენის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ასე გულძმარვას და ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გასტრიტი და წყლულები, მოიშორებთ. წვენი წყალში გააზავეთ და ჭამის შემდეგ დალიეთ.

3. კოჭა

კოჭას ძლიერი ტუტე ეფექტი აქვს რომელიც კუჭის ph დონეს არეგულირებს. ის გულძმარვის გამომწვევ მჟავის ნაერთებს აკონტროლებს.

ცოტა წყალი გააცხელეთ და როგორც კი დუღილის წერტილს მიაღწევს 1 ჩ/კ კოჭის ფესვი დაუმატეთ. ნახარში ცოტა ხნით დააყენეთ და გააგრილეთ. ამის შემდეგ მოსახმარებლად მზადაა. ყოველ 30-40 წუთში მცირე ულუფებად დალიეთ.

4. ანისულის ნაყენი

რამდენიმე კვლევამ აღმოაჩინა, რომ ანისული ძალიან ეფექტურია გულძმარვის გასაქრობად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

წყალი აადუღეთ და 1 ჩ/კ ანისული დაუმატეთ. 10 წუთით გააცხელეთ, შემდეგ კიდევ 10 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და ჭამის შემდეგ 100 მლ დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს