სისხლში ტოქსინების დაგროვებას მთელი რიგი ჯანმრთელობის პრობლემები იწვევს. შედეგად, იმუნური სისტემის მუშაობა სუსტდება, არტერიული წნევა იზრდება, დაღლილობა, კანის პრობლემები, თმის ცვენა და სხვა პრობლემები ჩნდება.
სწორედ ამიტომ, სისხლის ბუნებრივად გამწმენდი მეთოდების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ორგანიზმი ტოქსინებს ბუნებრივად ქმნის. წლების განმავლობაში ზოგიერთი გროვდება და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
Vivien გთავაზობთ ნატურალურ სასმელებს, რომლებიც სისხლს ეფექტურად წმენდენ და ორგანიზმს ყველა ორგანოდან მავნე ტოქსინების გამოდევნაში ეხმარებიან.
1. ოროვანდის ფესვი სისხლის მოძრაობის გასააქტიურებლად
ეს ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა სისხლის და ლიმფური სისტემის გასააქტიურებლად. მისი თვისება სისხლის უკეთ მოძრაობას ხელს უწყობს. ასე სითხის შეკავებას და შეშუპებას თავიდან აიცილებთ. დღეში რამდენიმე ფინჯანი ოროვანდის ფესვის ჩაი დალიეთ.
2. ანწლის კენკრა ორგანიზმის გასაწმენდად
ანწლი ბუნებრივი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. მისი გამწმენდი და ანტისეპტიკური თვისებებიც შეუმჩნეველი არ რჩება. ანწლის კენკრის ნახარში ანთებას ამცირებს, ორმაგ შემკვრელ და ბაქტერიოციდულ მოქმედებს ახდენს. მისი მიღება ღვიძლისა და თირკმლებისთვის ძალიან სასარგებლოა. იდეალური ვარიანტი: 1 ფინჯანი ნაყენი სადილობის შემდეგ დალიეთ.
3. ჭინჭარი: 100%–ით ნატურალური სასმელი სისხლის გასაწმენდად
მთელ მსოფლიოში ფართოდ ცნობილი ჭინჭარი ორგანიზმის გამწმენდი ძლიერი სამკურნალო საშუალებაა. ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობს. შარდმდენი თვისებების გამო თირკმლებისთვის ძალიან სასარგებლოა. რაც შეეხება მიღებას, საკმარისია შუადღეს 1 ფინჯანი ჭინჭრის ჩაი დალიოთ.
4. ბაბუაწვერა სისხლის და ორგანიზმის გასაწმენდად
ბაბუაწვერას ჩაი მთავარი კერძის მიღებამდე წასახემსებლად გამოგადგებათ. ასე სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ და ტოქსინებს გამოდევნით, შედეგად ორგანიზმი გაიწმინდება.
5. ალოე ორგანიზმის გასაძლიერებლად
მცენარეს ბევრი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის იყენებენ. მას ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. იმუნურ სისტემას სტიმულირებს, ვირუსების და მიკრობების მიმართ ბრძოლის უნარს ზრდის. დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 1 ჩ/კ ახალი ალოეს წვენი სასმელს დაუმატოთ.
6. ნიორზე დაფუძნებული წითელი ღვინის ნაყენი სისხლის გასაწმენდად
ასეთი სასმელი ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და, შესაბამისად, ცხიმის დაგროვებას ამცირებს. ასევე ორგანიზმიდან ჭარბ მარილს გამოდევნის. ასე რომ სისხლის გასაწმენდად მისი წვლილი გარანტირებულია.