თუ მკვრივი კანის შენარჩუნება და ჩამოწელვის თავიდან აცილება გსურთ, გირჩევთ კანის ტონუსის აღმდგენ ვარჯიშებთან ერთად გამოიყენოთ ნიღბები, რომლებიც სახის ჩამოწელვას ეფექტურად აფერხებენ.
სხვადასხვა ფაქტორის გამო სახე აბსოლუტურად ბუნებრივ პროცესს გადის: დაბერება. თუ მოვლის გარკვეულ წესებს დაიცავთ, კანის მდგომარეობის გაუარესებას თავიდან აიცილებთ.
დროთა განმავლობაში კანი დუნდება, განსაკუთრებით კოლაგენის დაკარგვის გამო. ამ პროცესს გარემო ფაქტორები და ცუდი კვება აჩქარებს.
Vivien გთავაზობთ შინაურულ საშუალებებს, რომელთა დახმარებით სახის ჩამოწელვას სახლიდან გაუსვლელად შეებრძოლებით. ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული საშუალებები საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ აირჩიოთ. პირველ რიგში, ქიმიური ინგრედიენტებისგან თავისუფალია და ეფექტურობის გარანტიას გაძლევთ. შედეგს უკვე პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ. ასე ფულსაც დაზოგავთ.
ნიღები ჩამოწელილი კანის გასაქრობად და პრევენციისთვის
ეს 5 შინაურული საშუალება კომბინირებულად გამოიყენეთ. მათ მომზადებას რამდენიმე წუთში შეძლებთ. იდეალურია, თუ კვირაში ერთხელ გამოიყენებთ. ასე გაუმჯობესებას შეამჩნევთ და თქვენი კანი უფრო ახალგაზრდული, ჯანსაღი და ელასტიური გახდება.
კვერცხის და სტაფილოს ნიღაბი
კვერცხი მთავარი ელემენტია, რომელიც კანის ჩამოწელვის საწინააღმდეგო რეცეპტებში აუცილებელია. მას კანზე ბუნებრივი ტენზორული მოქმედება აქვს. ვიტამინებით მდიდარ სტაფილოსთან ერთად შესანიშნავ შედეგს იძლევა.
1 ჩ/კ დაქუცმაცებული სტაფილო კვერცხს აურიეთ და ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ. სახეზე ფუნჯით და თითებით წაისვით. მინიმუმ 30 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის და კიტრის ნიღაბი
კიტრი გათალეთ და დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ კიტრის პიურეს კვერცხი აურიეთ. ნარევი კანზე ფუნჯით ან თითებით წაისვით. მინიმუმ 30 წუთით მოქმედება აცადეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის და ანანასის ნიღაბი
ანანასი ვიტამინებით მდიდარი ხილია, რომელიც კანს ატენიანებს და სიჯანსაღეს ანიჭებს. 1 ჩ/კ ანანასის პიურე კვერცხს ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის და თაფლის ნიღაბი
წარმოუდგენელი ნარევი, რომელიც ვიტამინებით და თვისებებით მდიდარია. ნიღაბი კანს ატენიანებს და სიჯანსაღეს ანიჭებს. მხოლოდ 2 ჩ/კ თაფლი და კვერცხი დაგჭირდებათ. მიღებული ნარევი კანზე ფუნჯით ან ხელით წაისვით. მინიმუმ 30 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის და მარწყვის ნიღაბი
მარწყვი ვიტამინებით მდიდარი ხილია, რომელიც კანს ატენიანებს და აჯანსაღებს. მარწყვი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და კვერცხს აურიეთ. სახეზე ფუნჯით ან თითებით წაისვით. მინიმუმ 30 წუთით მოქმედება აცადეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.