ამბობენ, რომ იმუნიტეტი ნაწლავებში მდებარეობს. ეს სიმართლეა! ჯანმრთელი ნაწლავები იმუნიტეტის 80%–ით გაზრდას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ნაწლავების მუშაობას რეგულარულად ყურადღება უნდა მიაქციოთ და ტოქსინების გამოდევნაში დაეხმაროთ.
მთავარი მიზანია ნაწლავებიდან გამოდევნოთ მავნე ნივთიერებები, რომლებიც გარკვეულ დროში მსხვილ ნაწლავში გროვდება. შედეგად, მთელი ნაწლავების მუშაობა გაუმჯობესდება.
ნაწლავების რეგულარული წმენდით:
- ჭარბ წონას მოიშორებთ;
- ნაწლავების მუშაობას გააუმჯობესებთ;
- ზოგად ჯანმრთელობას გააუმჯობესებთ;
- ყაბზობას ან დიარეას მოიშორებთ;
- იმუნური სისტემის ფუნქციებს მხარს დაუჭერთ;
- ზოგად ენერგიას გააუმჯობესებთ;
- კანის, თმის და ფრჩხილების პრობლემებს მოიშორებთ;
- დიაბეტის სიმპტომებს, ასევე ართრიტს შეამცირებთ;
Vivien გიზიარებთ მარტივ მეთოდს, როგორ გაიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი რეგულარულად. მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!
კეფირი – ფერმენტირებული სასმელი, ხშირად რძისა და პრობიოტიკური ბაქტერიებისგან მზადდება. ეს სრული ცილის წყაროა რიგ უცვლელ ამინომჟავებთან, მინერალებთან და B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად.
პრობიოტიკური ორგანიზმები დაგეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში, ნაწლავების ფლორის დაბალანსებასა და პათოგენების განადგურებაში, როგორიცაა ნაწლავური ჩხირები და პარაზიტები. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს აღადგენს და ნაწლავების ანთებით დაავადებებს კურნავს.
სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად ეფექტური საშუალებაა. თუ სელის თესლს მთლიანად მიირთმევთ, სავარაუდოდ, თქვენს ნაწლავებს უცვლელად გაივლის. სწორედ ამიტომ, სჯობს მთელი სელის თესლი იყიდოთ და გამოყენებამდე დააქუცმაცოთ. ერთდროულად ბევრი არ დააქუცმაცოთ, რადგან სამკურნალო თვისებებს ძალიან სწრაფად კარგავს.
მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად სჯობს სელის ზეთი გამოიყენოთ. სელის ზეთი უფრო მეტ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ვიდრე სელის თესლი (ერთეული წონა), მაგრამ თესლი უფრო მეტ კვებით ღირებულებას ფლობს. მასში ნაკლები კალორია და მეტი უჯრედისია.
თითოეული ულუფა (2 ს/კ) სელის თესლი 75 კალორიას შეიცავს, ხოლო ამავე რაოდენობის სელის ზეთი 240 კალორიას. სელის თესლი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა მაგნიუმი და სპილენძი. ეს სელის ზეთთან შედარებით კიდევ ერთ უპირატესობას იძლევა.
სელის ზეთის გამოყენება სასარგებლოა ექიმი იოჰან ბუდვიგის მეთოდით სიმსივნის სამკურნალოდ.
1 ჩ/კ დაფქული სელის თესლის და 100 მლ კეფირის ნარევით დაიწყეთ. საუზმობამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. ასევე ასეთი სასმელი საღამოს, ძილის წინ დალიეთ.
ასე 1 კვირა გააკეთეთ, შემდეგ ორგანიზმი ცოტა დაასვენეთ. ამის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. დოზა გააორმაგეთ. რეკომენდებულია დოზა 2 ს/კ დაფქულ სელის თესლამდე გაზარდოთ.
ასეთი წმენდა რეგულარულად შეგიძლიათ ჩაიტაროთ. მალე განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.