საბავშვო ოთახის ინტერიერის გაფორმება მარტივი საქმე არაა, რადგან აუცილებელია ერთ სივრცეში სათამაშო, სამუშაო, ნივთების შესანახი და დასაწოლი ადგილი გამოყოთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოთახი ლამაზი უნდა იყოს და ბავშვის ინტერესებიც ასახული, ამოცანა პრაქტიკულად შეუსრულებელი ხდება. თუმცა ბევრი მშობელი და დიზაინერი სილამაზესა და ფუნქციურ დატვირთვას შორის კომპრომისს ნახულობენ და ქმნიან ინტერიერს, რომლის გამეორებაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.
დღეს პატარა ბავშვებისა და მოზარდების ოთახების გაფორმების იდეებს გთავაზობთ, რომლებზეც შეიძლება ითქვას უფროსებიც უარს არ იტყოდნენ.
სანათი – პლანეტა
მუქი ლურჯი ფერის კედელი, დათვის გამოსახულება, რომელიც თითქოსდა პლანეტას რთავს, ასევე ოქროსფერი და ვერცხლისფერი ვარსკვლავები სტანდარტულ საბავშვო ოთახს ნამდვილ ზღაპრულ სამყაროდ გარდაქმნის.
ლოგინი – ფორტი
საავტორო ნახატი კედელზე და ლოგინი ფორტის სახით – ზღაპრების და თავგადასავლების მოყვარულების ნამდვილი ოცნებაა.
მთები
საღებავი, ფუნჯი, წებოვანი ლენტა და ცოტა დრო – ყველაფერი რაც ამ მთის პეიზაჟის შესაქმნელად გჭირდებათ.
ლოგინი ოთხი ბავშვისთვის
ასეთი ლოგინის საკუთარი ძალებით შექმნა მარტივი არაა, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ასე თითოეულ ბავშვს თავისი პირადი სივრცე გაუჩნდება.
სხვენი მოზარდისთვის
ასეთი მინიმალიზმი ნებისმიერ მოზარდს მოეწონება: ამ ოთახში არაფერია ზედმეტი, ხოლო ლოგინი სიტყვასიტყვით ჰაერში ჰკიდია.
ოთახი გუმბათის ქვეშ
სტანდარტული ოთახის ცირკის კარავად გარდაქმნა რთული არაა: თქვენ წითელი ფერის საღებავი, წებოვანი ლენტა და ცოტა მოთმინება დაგჭირდებათ.
სამი ერთში
ერთი სამსართულიანი ლოგინი ოთახში ადგილსაც გაათავისუფლებს, ოთახს ნამდვილად მოდურს გახდის.
სოფლის სტილი
თეთრი ფერი – საბავშვო ოთახისთვის ნამდვილად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რადგან ის ოთახს უფრო ნათელს და ვიზუალურად უფრო ფართოს ხდის. უჩვეულო სახლის ფორმის ლოგინი კი მოეწონება პატარებსაც და მოზარდებსაც.
ჰარი პოტერის მოყვარულებისთვის
ჩვეულებრივი კედელი რომ ჯადოსნურად გადავაქციოთ, აუცილებელი არაა მხატვარი იყოთ: ასეთი ვარსკვლავების და პლანეტების დახატვას ბავშვიც შეძლებს, წარწერის გაკეთება კი დაფის დახმარებით ადვილია.
სახლი ჯუნგლებში
დიდ ქალაქშიც კი შესაძლებელია თავი ნამდვილ ჯუნგლებში იგრძნოთ: შესაბამისი შპალერი და თეთრეული პლანეტის უკაცრიელ ადგილებში გამოგზაურებთ ისე, რომ საბავშვო ოთახიდან გასვლა არ მოგიწევთ.
უცხოპლანეტელის შემოსევა
მკაცრი ლაკონური ფორმის ავეჯის მიუხედავად, ერთი შეხედვით მიხვდებით, რომ საბავშვო ოთახში ხართ და ყველაფერი უჩვეულო ნახატით კედელზე.
ოთახი ორისთვის
სილამაზის და ფუნქციორი დატვირთვის კომბინაცია – ის, რაც ნებისმიერ საბავშვო ოთახში გჭირდებათ. ასეთი კონსტრუქცია საძინებელი, სათამაშო და ნივთების შესანახი ადგილის გაერთიანების საშუალებას მოგცემთ.
პატარა სახლი თამაშისთვის და სასწავლებლად
ასეთი სახლი არა მხოლოდ საბავშვო ოთახში, არამედ მისაღებშიც შეიძლება დადგათ: ბავშვებს თავისი კუთხე ექნებათ, სადაც გაკვეთილების მომზადებას ან თამაშს შეძლებენ, თან უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
კოსმოსი
ცისფერ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ოთახი – შესანიშნავი მაგალითი იმისთვის, რომ საბავშვო ოთახის კედლები და აქსესუარები არა მხოლოდ ნათელი და ფერადი შეიძლება იყოს. მსგავსი დიზაინი იმითაც არის კარგი, რომ როგორც პატარებს ასევე მოზარდებს შეიძლება გამოადგეთ.
თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ? რომელიმეს გამოყენებას აპირებთ?