აიძულოთ სხეულს დაძინება ბევრისთვის ცნობილი მანიპულაციაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დილით ჯანსაღად უნდა გამოიყურებოდეთ.
რატომ უჭირს ბევრს ღამით დაძინება? ძილის პრობლემების სათავე შეიძლება ჩვენს ჩვევებში, დღის წესრიგში ან ცხოვრების წესში იყოს. ზოგს გამოძინება მუდმივი სტრესის გამო უჭირს, რაც ცხოვრებისეულ სიტუაციას ან საპასუხისმგებლო საქმეს უკავშირდება.
სწორედ ამიტომ, Vivien გასწავლით, როგორ დაიძინოთ სწრაფად ისე, რომ ჭერზე ან ტელეფონის ეკრანზე ყურებით არ დაიტანჯოთ.
რჩევა
სხეულის ძლიერი დაძაბულობა ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ამიტომ უძილობა გარანტირებული აქვთ მათ, რომლებიც საღამოს 8 საათის შემდეგ შინაურული საქმეებით და აქტიური ვარჯიშით დაკავებულნი არიან.
სახლი როგორი დასალაგებელიც არ უნდა იყოს, საქმე უფრო ადრეული საათისთვის გადადეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურიდან მოხვედით და ძალიან დაღლილი ხართ.
მეთოდი 1
შეარჩიეთ საყვარელი ფილმი, რომელიც კარგად არ გახსოვთ და ბოლოდან თავისკენ ყველაფერი გაიხსენეთ. თანმიმდევრულად ყველა სცენა გაიხსენეთ, თითქოსდა გონებაში ფირს ახვევთ.
რაც უფრო მეტ დეტალს გაიხსენებთ, მით უფრო სწრაფად დაიძინებთ!
ასეთი ტექნიკა შეგიძლიათ წიგნთან მიმართებაში გამოიყენოთ ან უბრალოდ განვლილი დღე გაიხსენეთ, ოღონდ პირიქით.
მეთოდი 2
უცნაურია, მაგრამ თითოეული ნესტოდან მორიგეობით ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა სწრაფად დამშვიდებას და დაძინებას ხელს უწყობს.
ცერა თითით მარჯვენა ნესტო დახურეთ, ხოლო არათითით – მარცხენა. მარცხენა ნესტოთი ჩაისუნთქეთ, სუნთქვა შეიკავეთ, შემდეგ მარჯვენა ნესტოთი ამოისუნთქეთ. თითოეული ნესტოდან სამჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეფექტს გააძლიერებთ, თუ თვალებს დახუჭავთ.
მეთოდი მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მაგრამ შესრულების შემდეგ სწრაფად მოდუნდებით და უპრობლემოდ დაიძინებთ.
ყურადღება! სისტემატური უძილობის შემთხვევაში სპეციალისტს კვალიფიციური დახმარებისთვის მიმართეთ.