ბევრი ქალი და კაცი წუხს იმაზე, რომ სახეზე, ყელზე, დეკოლტესა და ხელებზე ნაოჭები არ გაუჩნდეთ. შედეგად, კოლაგენის მისაღებად ძალიან ძვირადღირებულ მკურნალობის მეთოდებს იყენებენ.
კოლაგენი – ცილა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილების, მყესების, იოგების, კანის და ხრტილების კარგ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. მისი მთავარი ფუნქცია ქსოვილების სტრუქტურის შექმნა და მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, სიმკვრივის და მოქნილობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი კანის, თმის და ფრჩხილებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მათი მდგომარეობა, ძირითადად, ამ ცილის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ასაკთან ერთად კოლაგენის წარმოება ნელდება. შეფასებებით, 40 წლის ორგანიზმში მოზარდობის პერიოდთან შედარებით თითქმის ნახევარი რაოდენობის კოლაგენი იწარმოება. თუ 40 წელს გადაცილებული ხართ, კოლაგენის ყოველდღე მიღება აუცილებელია.
Vivien გთავაზობთ კოლაგენით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებით ორგანიზმს ცილის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფთ.
თევზი
თევზი ქმნის კანის ძლიერ უჯრედებს, რომლებიც მემბრანებს გარს ეხვევიან. როცა ეს უჯრედები ჯანმრთელია, კანის სტრუქტურა, ასევე ხრტილები და მყესები დაცულია.
წითელი ბოსტნეული, ხილი და კენკრა
ისინი შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ბუნებრივი მზისგან დამცავი კრემის როლს ასრულებენ და კანს იცავენ. ამასთან კოლაგენის დონეს ზრდიან.
მწვანე ხილი და ბოსტნეული
C ვიტამინით მდიდარი მცენარე, მაგალითად, ისპანახი და კომბოსტო, ამ ცილის წარმოებას ააქტიურებს. უჯრედების სტრუქტურას დაზიანებისგან იცავენ, კანის ჩამოწელვას და დაბერებას აფერხებენ.
ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული
სტაფილო, ფორთოხალი, წიწაკა, ხურმა, მანდარინი და სხვა ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული კოლაგენის რეგენერაციას ააქტიურებენ.
დროთა განმავლობაში კანი ელასტიურობას კარგავს და უფერული და ნაცრისფერი ხდება. თუ შეამჩნიეთ, რომ კანი მშრალი და უსიცოცხლო გახდა, ნარინჯისფერი ხილისა და ბოსტნეულის სმუზებით გაანებივრეთ. შედეგად, კანი უფრო ბზინვარე და ახალგაზრდული გახდება.
თეთრი ჩაი
კინგსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თეთრი ჩაი კანში ცილების სტრუქტურას იცავს. ასევე უჯრედულ აქტივობას აფერხებს, რომელიც კოლაგენს შლის. ნაოჭების გაჩენას ანელებს.
ნიორი
ნიორი გოგირდის ერთ–ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც კოლაგენის ორგანიზმში წარმოებისთვის აუცილებელია. ნივრისა და თაფლის ნარევი განსაკუთრებით ეფექტურია.
ამ პროდუქტების მიღება პირდაპირ ახლა დაიწყეთ! ასე კოლაგენის დაკარგვას თავიდან აიცილებთ და ორგანიზმში მის წარმოებას გააქტიურებთ. კოლაგენის ნიღბები რეგულარულად გამოიყენეთ!