ოსტეოპოროზის პრევენციისთვის კვებას უფრო ადრე უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ მისი პირველი სიმპტომები გამოვლინდება. ასაკში გამოჩნდება ადამიანი მოზარდობის პერიოდში ფიზიკურად აქტიური იყო თუ არა. ეს იმიტომ, რომ აქტიური მოძრაობა ძვლების ზრდას და განვითარებას სტიმულირებს.
დღეს Vivien გთავაზობთ 3 პროდუქტს, რომლებიც ძლიერი და ჯანმრთელი ძვლების ზრდისა და მხარდაჭერისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მინერალებს და ვიტამინებს შეიცავენ.
ბროკოლი
ბროკოლი (Brassica oleracea) მიეკუთვნება ბოსტნეულის ოჯახს, რომელიც ბევრ სხვადასხვა მინერალს და ცილას შეიცავს. ბროკოლი კალციუმის დიდი რაოდენობით განსაკუთრებით ცნობილია.
ბროკოლი სჯობს უმი მიირთვათ, მაგალითად, სალათის ან სმუზის სახით. თერმული დამუშავებით სასარგებლო ინგრედიენტების, განსაკუთრებით, ვიტამინების რაოდენობა მცირდება.
კალციუმის, მაგნიუმის და რკინის მაღალი შემცველობის გამო ბროკოლი პირველ ადგილს იკავებს იმ პროდუქტების სიაში, რომელიც ძვლების და ზოგადად, საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
სეზამი და იოგურტი
Sesamum Indicum ერთ–ერთი საუკეთესო საკვები დანამატია ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და პრევენციისთვის.
სეზამის თესლი და სეზამის ზეთი მაღალი ხარისხის კვების პროდუქტად მიიჩნევა. სამზარეულოში შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი ამ პროდუქტით ჩაანაცვლოთ.
სეზამი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, მანგანუმი, სპილენძი, მაგნიუმი და სელენი.
თუ კალციუმის ქრონიკული დეფიციტი გაწუხებთ, სეზამი თქვენთვის სწორი არჩევანია. უბრალოდ 1 ჩ/კ სეზამის თესლი იოგურტს დაუმატეთ და ღამით გააჩერეთ. დილით უზმოზე მიირთვით. ყოველდღე ასე გააკეთეთ.
მწიფე ბანანი
ბანანი წარმოუდგენლად სასარგებლო ხილია, განსაკუთრებით ძვლების სისტემისთვის.
კალიუმის, მანგანუმის, მაგნიუმის, ფოსფორის და ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით ბანანი ძვლებს ნებისმიერ ასაკში აძლიერებს. ასევე ბანანი შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ძვლების სიმკვრივეს მხარს უჭერენ.
საინტერესოა, რომ მეცნიერები სრულად მწიფე ბანანის მიღებას გვირჩევენ. კვლევის თანახმად, მკვახე ბანანი შეიცავს ცილას, რომელიც ბლოკავს აუცილებელი ფერმენტების მოქმედებას, რომელიც ჯანმრთელი და ძლიერი ძვლების უზრუნველსაყოფად ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია.
ხმელ ბანანს დიდი უპირატესობა აქვს. ის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ბევრ მნიშვნელოვან ინგრედიენტს კონცენტრირებული სახით შეიცავს.