ძლიერი ნარევი 2 ინგრედიენტით კანს და ღვიძლს აახალგაზრდავებს

1212

დღესდღეობით ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ის, რომელიც კანს აახალგაზრდავებს და მის მდგომარეობას აუმჯობესებს. ბევრი ქალი და კაცი კოსმეტიკური საშუალებების ფართო სპექტრს, ასევე ლაზერულ პროცედურებს და ბევრ სხვა მეთოდს იყენებს.

ბევრი კოსმეტიკური მეთოდი საკმაოდ ძვირია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჯადოსნური გადაწყვეტილება არ არსებობს. საუკეთესო კომერციულმა საშუალებებმა შეიძლება პრობლემები და გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

ბევრი ადამიანი უფრო ასაკოვნად გამოიყურება, ვიდრე არის, რაც შეიძლება ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების და ტოქსინების ჭარბი რაოდენობით იყოს გამოწვეული.

თავისუფალი რადიკალები – ორგანიზმში ქიმიური რეაქციების გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჟანგბადის მოლეკულებს მოითხოვენ. თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებს აზიანებს. ეს კი დაბერების პროცესს აჩქარებს.

ტოქსინების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა შესაძლო პრობლემა, მათ შორისაა თავის ტკივილი, დაღლილობა, გონების დაბინდვა ან სახსრების ტკივილი.

ღვიძლი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს და ტოქსინებს გამოდევნის. ღვიძლი თავისუფალი რადიკალების და ტოქსინების მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. თუ ღვიძლი მათ რაოდენობას ვერ უმკლავდება, უნდა დაეხმაროთ. ჯანმრთელი ღვიძლის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია!

Vivien გთავაზობთ ძალიან მარტივ ნარევს, რომლის მომზადებას სახლში შეძლებთ. თუ ნარევს დილით დალევთ, ღვიძლის გაჯანსაღებას და გაწმენდას შეძლებთ.

1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი აურიეთ. ნარევი ღვიძლის მუშაობას მხარს უჭერს და კანს შიგნიდან და გარედან აჯანსაღებს.

ყველამ იცის, რომ ზეითუნის ზეთი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ზეთია მთელ პლანეტაზე. ის ღვიძლს ეფექტურად წმენდს, თავისი სამუშაოს უკეთ შესრულებას ხელს უწყობს.

ზეითუნის ზეთი პოპულარული შინაურული საშუალებაა, რომელიც არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. რეგულარული მიღებით ანთებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ანთება კი ბევრი დაავადების ტრიგერია. მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა, ართრიტი, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, დიაბეტი, გულის დაავადება ან სიმსივნე.

ლიმონის წვენი იმუნურ სისტემას აძლიერებს. ის ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რომელიც თავისუფალ რადიკალებს მანამ ანეიტრალებს, სანამ ჯანმრთელ უჯრედებს დააზიანებენ და დაბერებას დააჩქარებენ.

მათ, ვინც ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენის განუმეორებელ ნარევს ყოველ დილით სვამს, ცვლილებები პირველივე თვეს შენიშნეს. კანის მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა თავს ბევრად უკეთ გრძნობდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს