მუცლის შებერილობა ძალიან გამაღიზიანებელია და ზოგჯერ კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ჩნდება. ჩვეულებრივ, ამას სითხის შეკავება და საჭმლის მონელების პრობლემები იწვევს.
პრობლემა ფიზიკური აქტივობის შემთხვევაშიც არ გაქრება, თუ ჭარბი წონა არ გაქვთ. ამასთან, დღის ბოლოს ხშირად პრობლემა უარესდება. სწორედ ამიტომ, Vivien გთავაზობთ საშუალებას, რომელიც მუცლის შებერილობას აქრობს. საშუალება მსგავსი სიტუაციის მოსაგვარებლად საკმარის თვისებებს ფლობს. ნახეთ, როგორ მოამზადოთ ნაყენი მუცლის შებერილობის და ჭარბი წონის გასაქრობად.
რა იწვევს შეშუპებას და მუცლის შებერილობას
შეშუპებას ნაწლავებში ჭარბი ჰაერი (მეტეორიზმი) იწვევს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი მიზეზებით: ალერგია და აუტანლობა (მაგალითად, ლაქტოზას აუტანლობა), ასევე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ყაბზობა და წინამენსტრუაციული სინდრომი. ყველაზე ხშირად – გარკვეული პროდუქტების მიღება, რომლებიც სითხის შეკავებას და გაზების ჭარბად წარმოებას იწვევენ.
თუ ეჭვობთ, რომ ლაქტოზას ან გლუკოზის აუტანლობა ან ცელიაკია გაქვთ, ან გაწუხებთ სხვა სიმპტომები, როგორიცაა დიარეა ან ჭამის შემდეგ მუცლის ტკივილი, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
ეს საშუალება მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, მინერალებით და ბევრი უჯრედისით. მათი დახმარებით ნაწლავების გამტარობა, საჭმლის ათვისება, შარდმდენი ეფექტი იზრდება და ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება. ამასთან საშუალებას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა სუფთა წყალი
- დარიჩინის ჩხირები
- 1 ს/კ თაფლი
- 100 გრ შვრიის ფანტელები
მომზადება:
- წყალი აადუღეთ. შვრია და დარიჩინის ჩხირები დაუმატეთ.
- სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ.
- ამის შემდეგ თავსახური დაახურეთ და 1 საათით დააყენეთ.
- გადაწურეთ და თაფლი დაუმატეთ.
რეკომენდებულია, 1 ჭიქა სასმელი ყოველი ჭამის წინ. ასე დანაყრდებით, საჭმლის მონელება გაუმჯობესდება, შეშუპებას და გაზების ჭარბად წარმოებას თავიდან აიცილებთ.