ბევრ ადამიანს რევმატიზმის, ოსტეოართრიტის ან ართრიტის გამო სახსრების ტკივილი აწუხებს. ასევე სახსრების ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი სხვა ფაქტორების და მიზეზების გამო, როგორიცაა ნალექიანი ამინდი.
უმეტეს შემთხვევაში ამ ტკივილის მთლიანად გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ ტკივილის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება. Vivien სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ მეთოდებს გთავაზობთ.
სახსრების ტკივილთან საბრძოლველად სითბოს გამოყენება ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური შინაურული საშუალებაა. ცხელი მარილით სავსე ტომარა, ელექტროსათბურა ან გამახურებელი კომპრესი გამოიყენეთ.
სახსრების ანთების შემთხვევაში ცივი კომპრესი გამოიყენეთ და არა ცხელი. ამისთვის ყინულით სავსე პაკეტი გამოგადგებათ. ქსოვილი ან პირსახოცი ყოველთვის არ დააფაროთ, რომ კანს არ შეეხოს.
სელის თესლი შეგიძლიათ სახსრების ტკივილის შესამცირებლად გამოიყენოთ. ის ბევრი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც ანთების და ტკივილის გასაქრობად ძალიან სასარგებლოა. 1–2 ს/კ ახალ დაფქული თესლი, 1–2 ს/კ სელის ზეთი ყოველდღე მიიღეთ.
ჭინჭარი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მცენარის ბუნებრივი დამცველის როლს ასრულებს და სახსრების ტკივილის შესამცირებლად ძალიან ეფექტურია, თუ პირდაპირ კანზე გამოიყენებთ. ჭინჭარს შარდმდენი თვისებები აქვს, რომლებიც ანთებითი სახსრებიდან სითხეს გამოდევნის, ამიტომ მცენარის ნაყენი ძალიან სასარგებლოა.
უძველესი დროიდან მოცვი და მაყვალი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო სახსრების ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება.
კოჭის სასმელი ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისაც სახსრების დაავადებები აწუხებს, რადგან ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ამასთან სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ანანასი და ალუბალი უნიკალური შემადგენლობის წყალობით ერთ–ერთი საუკეთესო ხილია ანთების სამკურნალოდ. ასე სისხლჩაქცევებს და შეშუპებას, ასევე ფიზიკური დაზიანებით ან ქირურგიული ჩარევით გამოწვეულ სახსრების ტკივილს სწრაფად მოიშორებთ. სჯობს კვირაში 3-4-ჯერ ამით ისაუზმოთ. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ყოველდღე მიირთვით.
ამ რჩევების გათვალისწინებით შედეგს მიიღებთ და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.