საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა და ეს, რა თქმა უნდა, იცით. თუმცა იცით თუ არა, რომ საუზმე წარმატებულად გასახდომად აუცილებელია? ეს ცეცხლში შეშის ჩადებას ჰგავს. საუზმე აუცილებელია, რომ ნივთიერებათა ცვლა მთელი დღით გააქტიუროთ. Vivien გთავაზობთ იდეალურ რეცეპტებს, რომლებიც სპეციალურად კალორიების წვის გასაზრდელად არის შექმნილი.
ყველა რეცეპტი დაახლოებით 300 კალორიას შეიცავს, მაგრამ ორგანიზმს აუცილებელ ცილებს, რთულ ნახშირწყლებს და უჯრედისს აწვდის, რომლებიც სადილობამდე დაგანაყრებთ.
1. შვრიის ფაფა ვაშლით და დარიჩინით
ეს კარგი გუნდია, რომელიც ნახშირწყლებს ნელა წვავს, რაც შუადღემდე აქტიურობისთვის გჭირდებათ. 2012 წელს საპროფილაქტიკო მედიცინის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად დარიჩინის მიღება ცხიმის და სხეულის საერთო მასის ეფექტურად შემცირებაში გვეხმარება.
2. წიწიბურას იოგურტი და ჟოლო
ბრიტანულ ჟურნალში Nutrition გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცილოვანი საუზმე დღის განმავლობაში უფრო მეტად გვანაყრებს. წიწიბურას იოგურტი იმავე რაოდენობის კალორიიით ჩვეულებრივ იოგურტთან შედარებით 2-ჯერ მეტ ცილას გვაწვდის. წიწიბურას იოგურტს დაუმატეთ ფინჯანი ჟოლო მსუბუქი ტკბილი გემოსთვის და დაფქული სელის თესლი ჯანსაღი ცხიმების მისაღებად.
3. გრეიფრუტი და მოხარშული კვერცხი
კვლევამ დაამტკიცა, რომ ჭამის წინ ნახევარი გრეიფრუტის მიღება წონის კლებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2 კვერცხი–პაშოტი დაუმატეთ, რომ ცილების ჯანსაღი დოზა მიიღოთ. ოღონდ კვერცხის გული არ მოაშოროთ. მთელი მარცვლეულის პურის ნაჭერი და 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
4. ხილი და კაკალი
მონოუჯერი ცხიმების წყალობით ნიგოზი მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ და სასაუზმედ იდეალურია. თქვენი საყვარელი ხილი დაუმატეთ და წონა წარმატებულად შემცირდება.
5. ბანანის სმუზი
გემრიელი ინგრედიენტებით მომზადებული საუზმე მკვებავია და სადილობამდე ენერგიით აგავსებთ.
ინგრედიენტები:
- 1/3 ფინჯანი უცხიმო, უშაქრო ნატურალური იოგურტი ან კეფირი
- 1 ჩ/კ კაკაო
- 1 მწიფე ბანანი
- 2 ჩ/კ კარაქი ან ქოქოსის ზეთი
- 2 ს/კ ჩიას თესლი ან დაქუცმაცებული სელის თესლი ან სეზამი
ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. სურვილის შემთხვევაში წყალი დაუმატეთ.
6. მწვანე სმუზი
მწვანე სმუზი დღის დასაწყებად ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო მეთოდია. ის ცილებით და უჯრედისით სავსეა, ორგანიზმს ჯანსაღი მეთოდით კვებავს.
სასმელი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით და უჯრედისით. მისი გემო შეუდარებელია. მარწყვი ძლიერ და სასიამოვნო სიტკბოს ანიჭებს, ხოლო ბანანი კრემიან ტექსტურას.
ინგრედიენტები:
- 1 მწიფე ბანანი
- ½ ჭიქა კომბოსტო ან სალათის ფურცლები
- რამდენიმე პიტნის ფოთოლი (სურვილის მიხედვით)
- 3 მარწყვი
- ½ ფინჯანი ნუშის ან სეზამის რძე, ასევე ნებისმიერი მცენარეული რძე თქვენი გემოვნებით
- ½ ჭიქა წყალი
ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ და გემოთი დატკბით!