თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ სერიოზული გართულებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და სხვა თანმხლები დაავადებაა, გულის არტერიები რეგულარულად გაიწმინდეთ. არტერიების გაწმენდაში სისხლის მიმოქცევის სისტემების მუშაობის მოწესრიგება დაგეხმარებათ.
ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის სამკურნალოდ ბუნებრივი საშუალებები კარგი ვარიანტია. ერთ–ერთი ასეთი პრობლემაა გულის არტერიების კედლებზე ნადების დაგროვება.Vivien გთავაზობთ გულის არტერიების გამწმენდ რეცეპტებს, რომლებიც მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს შეიცავენ.
რა ხდება, როცა გულის არტერიები დაბლოკილია? შედეგად, სისხლის მიმოქცევა მცირდება და ორგანოები აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს ვერ იღებს. ეს ერთადერთი პრობლემა არაა, რასაც არტერიების დაბლოკვა იწვევს. მას გულის და ტვინის მუშაობის სერიოზული დარღვევის გამოწვევა შეუძლია.
არტერიების გაწმენდა ბუნებრივი საშუალებებით
პირველი, რაც არტერიების გასაწმენდად უნდა გაითვალისწინოთ – სწორი კვება. გადამუშავებული, შემწვარი და ტკბილი საკვების მიღება მინიმუმამდე შეამცირეთ.
არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზს იწვევს. ამ დროს არტერიები მაგრდება, რამაც შეიძლება არტერიული წნევის გაზრდა და სხვა გულსისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, არტერიების გასაწმენდად სჯობს ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ და ეს დროულად გააკეთოთ. ასე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.
პირველი ბუნებრივი საშუალება არტერიების გასაწმენდად – ნიორი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიორი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლძარღვებს აფართოებს.
3 პატარა კბილი ნიორი დაჭერით და 1 ფინჯან რძეს (ბრინჯის, სეზამის ან ნუშის) დაუმატეთ. ნარევი 1-2 წუთით სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. როგორც კი სითხე გაგრილდება, დალიეთ. სასურველია, ძილის წინ დალიოთ. პროცედურა შეგიძლიათ ყოველ საღამოს გაიმეოროთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
კურკუმა – ძლიერი საშუალება არტერიების გასაწმენდად
კიდევ ერთი შესანიშნავი ნატურალური საშუალება არტერიების ეფექტურად გასაწმენდად – კურკუმა. ეს ინგრედიენტი არტერიების დაბლოკვას აფერხებს.
1 ჩ/კ კურკუმა 1 ფინჯან მცენარეულ რძეს (თქვენი გემოვნებით) აურიეთ, 1 ს/კ თაფლი და მწიკვი წითელი ან შავი წიწაკა დაუმატეთ. დღეში 1–2–ჯერ დალიეთ. შედეგად თქვენი სისხლძარღვების და გულის მდგომარეობა გაუმჯობესდება.