ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემა აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანმრთელი სხეული შეინარჩუნოთ. მსხვილი ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა ანთება, ინფექციები, ტოქსინები, სხვადასხვა დაავადებების განვითარებას იწვევენ.
საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს შლის და მკვებავ ნივთიერებებს მთელ სხეულში აგზავნის. თუ მსხვილი ნაწლავი სათანადოდ არ მუშაობს, მთელი ორგანიზმი იტანჯება და ამან შეიძლება ბევრი დაავადება გამოიწვიოს.
Vivien გიამბობთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნება. ასევე გთავაზობთ დეტოქსის სალათს, რომელიც ნაწლავებს ღრმად წმენდს და ორგანიზმს აჯანსაღებს.
მსხვილი ნაწლავის პრობლემები იწვევენ:
- სიმსუქნეს ან ჭარბ წონას
- ყაბზობას
- დაღლილობას
- ნაადრევ სიბერეს
- თავის ტკივილს
- ალერგიას
- ინფექციას
- ქრონიკულ დაავადებებს
ჩვენი იმუნური სისტემის 70% საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მდებარეობს, ამიტომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები იმუნურ სისტემას ასუსტებს.
როცა საჭმლის მომნელებელი სისტემა მიღებული საკვების დამუშავებას ვერ ახერხებს, წონა მატულობს. ეს მკვებავი ნივთიერებების ათვისებას და ორგანიზმიდან ტოქსინების და ნარჩენების გამოდევნის უნარს ამცირებს. შედეგად, ყაბზობა და მუცლის შებერილობა ჩნდება.
მსხვილ ნაწლავში ტოქსინების და ნარჩენების დაგროვება, ასევე მკვებავი ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების შთანთქმის შემცირება ნივთიერებათა ცვლას ანელებს. ეს ზედმეტ ცხიმს და დაღლილობას იწვევს, განწყობას აქვეითებს და ვარჯიშის უნარს აქრობს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებაში სწორი კვება, სტრესის შემცირება და ბევრი მოძრაობა დაგეხმარებათ.
თავდაპირველად, ზედიზედ 3 დღე შეგიძლიათ მიირთვათ სალათი, რომელიც ორგანიზმში ph დონეს აბალანსებს. ასევე მსხვილ ნაწლავს წმენდს და დაგროვებულ ტოქსინებს გამოდევნის.
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი (ან სელის ზეთი)
- ჭარხალი
- კომბოსტო
- სტაფილო
- ლიმონის წვენი
- ნიახურის ფესვი
- ნებისმიერი მწვანილი გემოვნებით
ბოსტნეული გახეხეთ და აურიეთ. ზეითუნის ან სელის ზეთი, ასევე მწიკვი ჰიმალაის მარილი დაუმატეთ.
სალათი ბევრ უჯრედისს, მინერალს და ვიტამინს შეიცავს. შედეგად, საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს.