ჯანმრთელობის რეცეპტები: ოროვანდის ფოთლები რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს

3062
ჯანმრთელობის რეცეპტები: ოროვანდის ფოთლები რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს
ჯანმრთელობის რეცეპტები: ოროვანდის ფოთლები რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს

ოროვანდის ფესვების სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ მცენარის ფოთლებიც სამკურნალოა. თუ ახლა ფესვების მომზადების დრო ახლა არაა, რადიკულიტის და სახსრების სამკურნალოდ ფოთლები გამოყენების საუკეთესო დრო არის.

ოროვანდის ფოთლებს ივნისში და შემოდგომის დაწყებამდე ამზადებენ. მათ სიბნელეში აშრობენ ან ახალ დაკრეფილ ფოთლებს კომპრესის სახით იყენებენ, ხსნარებს და ნაყენებს ამზადებენ.

ახალ დაკრეფილი ოროვანდის ფოთლების კომპრესი

რადიკულიტის, ართრიტის, ართროზის დროს ახალი გარეცხილი ოროვანდის ფოთლებს ღამე მტკივნეულ ადგილას იდებენ და შალის ქსოვილით ახვევენ. ფოთლის ზემოთ, შარფის ქვემოთ შეგიძლიათ კომპრესის ქაღალდი დაიდოთ. ზამთარში კომპრესისთვის გამომშრალ ფოთლებს იყენებენ, რომელთაც თბილ წყალში ალბობენ. პროცედურას მოთმინება სჭირდება რადგან სტაბილური შედეგის მისაღწევად რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა გაიმეოროთ.

ოროვანდის ფოთლების და თანაყვავილების ხსნარი

1 ს/კ ფოთლების და ყვავილების გამომშრალ ნარევს  ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ დაბალ ცეცხლზე  წუთით დატოვეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. სახსრების ტკივილის დროს სველ საფენებს აკეთებენ. პოდაგრის და რევმატიზმის დროს მას სამკურნალო აბაზანაში ამატებენ ( რაოდენობა გაზარდეთ 3-4 ლ-მდე აბაზანაში).

ოროვანდის ფოთლების ნაყენი

ერთ ლიტრიანი მინის  ქილის 1/3 დაქუცმაცებული ოროვანდის ფოთლებით აავსეთ, დაუმატეთ 100 გრ თაფლი, დაასხით 0,5 ლ არაყი, შეფუთეთ და ბნელ თბილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში შეინახეთ. შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1-2 ს/კ. მკურნალობის კურსი 2-დან 4 კვირამდე. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ, შესვენება 1 კვირა გააკეთეთ.

ნაყენის მიღება რეკომენდებულია: რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, ართრიტის, ართროზის, მარილის დაგროვების დროს. მას ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ (1 თვიანი კურსი წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე). უკუჩვენებულია: ორსულობის და მეძუძური დედებისთვის, შესაძლოა ინდივიდუალური შეუთავსებლობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს