ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის ხილის და ბოსტნეულის მიღება ორგანიზმის გაწმენდასა და ყაბზობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თუ ყაბზობა გაწუხებთ, Vivien გირჩევთ ეფექტურ, ხალხურ საშუალებებს. ისინი კალიუმით მდიდარია, წნევის დარეგულირებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ.
რეგულარული მოხმარებით შიმშილის გრძნობა შემცირდება, რომელიც ხშირად გადაძღომას და არაჯანსაღი, კალორიული საკვების მიღებას იწვევს. ასევე ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რადგან უჯრედისით მდიდარია.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ცხიმისმწველი სხვა ინგრედიენტები, როგორიცაა სელის თესლი, სეზამი, კენკრა ან ისპანახი. ასე ორგანიზმი აუცილებელი ვიტამინების და მინერალების დღიურ ნორმას მიიღებს.
ეს ინგრედიენტები არასასურველი ცხიმის მოსაშორებლად ეფექტურია.
ბანანი და სელის თესლი
- ფორთოხალი
- ბანანი
- 2 ს/კ სეზამის თესლი
- 2 ს/კ სელის თესლი
- 200 მლ წყალი + თაფლი გემოვნებით
ბანანი + კენკრა
- ბანანი
- 1 ფინჯანი კენკრა: ჟოლო, მოცვი, მარწყვი ან შტოში
- 1 კოვზი ნატურალური თაფლი
- ცოტა გახეხილი ახალი კოჭის ფესვი
- 1 ჭიქა წყალი
ბანანი და ისპანახი
- 1 ბანანი
- 50 გრ ახალი ისპანახი
- ½ ჭიქა უშაქრო იოგურტი ან კეფირი
- 1 ს/კ სეზამი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ჭიქა წყალი
ყველა ინგრედიენტი კარგად დააბლენდერეთ. სასმელი ყოველდღე, საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიეთ, რადგან ამ დროს ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უკეთ ითვისებს, ნაწლავებში ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და წნევას არეგულირებს.