ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უწევს ტკივილთან შეჯახება. ამ დროს უბრალოდ ჯადოსნური წამალი გვჭირდება, რომელიც ტკივილს და ტანჯვას გააქრობს. ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, რომლებიც თანდათან ორგანიზმს ანგრევენ.
დღეს Vivien გთავაზობთ ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი კრემის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სახსრების უძრაობის და კუნთების ანთების მოსაშორებლად გამოიყენოთ.
ამ ნარევის მთავარი ინგრედიენტი კაიენის წიწაკაა, რომელიც თითქმის ყველას სამზარეულოში აქვს. მასში შემავალი კაპსაიცინი სისხლძარღვებს აფართოებს, რის ხარჯზე ბევრი ანთების საწინააღმდეგო უჯრედი დაზიანებულ ადგილას ხვდება. ამრიგად, ტკივილის ბარიერი მნიშვნელოვნად იზრდება.
ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი კრემის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- ¼ ფინჯანი ქოქოსის ზეთი
- ¼ ფინჯანი ნედლი კაკაოს ზეთი (თუ ვერ იპოვით, უბრალოდ კიდევ ერთი ულუფა ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ)
- ¼ ფინჯანი ფუტკრის ცვილი (გახეხილი დნობის პროცესის გასამარტივებლად)
- 2 ს/კ კაიენის წიწაკის ფხვნილი
- 1 ჩ/კ კურკუმა
- 1 ჩ/კ კოჭის ფხვნილი
- 10 წვეთი პიტნის ეთერზეთი
მომზადება და გამოყენება:
- თავდაპირველად წყლის აბანო მოამზადეთ.
- ახლა ქოქოსის ზეთი, კაკაოს ზეთი და ფუტკრის ცვილი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ამის შემდეგ კაიენის წიწაკა, კურკუმა და კოჭა დაუმატეთ.
- ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და პიტნის ეთერზეთი დაუმატეთ.
- მიღებული ნარევი მინის ქილაში გადაიტანეთ და გააგრილეთ. შემდეგ თავსახური დაახურეთ.
- მიღებული მალამო დაზიანებულ ადგილებში უხვად შეიზილეთ. პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ და მალე ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე უარს იტყვით.
- მალამო მაცივარში, ზუსტად 6-8 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ.
- მალამოს წასმის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, რომ თვალში მოხვედრა თავიდან აიცილოთ.
შეგახსენებთ, ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია!