მუხლის ტკივილი: 3 ძლიერი შინაურული რეცეპტი სწრაფად გასაქრობად

1849

თუ მუხლის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, Vivien გთავაზობთ საშუალებას, რომელიც ტკივილს სწრაფად და ეფექტურად აქრობს.

შინაურული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ მუხლის ტკივილი სიბერეს, ცუდ დგომას, დარტყმას ან უმნიშვნელო დაზიანებას უკავშირდება. ასევე მაშინ, როცა მუხლის ტკივილს ამინდის ცვლილება იწვევს. თუმცა მუხლის დაზიანებას თავიდან ყოველთვის ვერ აიცილებთ, ამიტომ ნებისმიერი სერიოზული დაზიანება ექიმთან უნდა იმკურნალოთ.

ჭარბი წონა ყველა სახსარზე, განსაკუთრებით მუხლებზე გავლენას ახდენს. ყოველი ნაბიჯით მუხლზე ზეწოლას ახდენთ, რომელიც 1,5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თქვენი წონა. 20, 30, 40 კგ ან მეტ ზედმეტ წონას მუხლის სერიოზული პრობლემების და აუტანელი ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

მუხლის პრობლემების გავრცელებული მიზეზია პრონაცია ან ტერფების შიგნით მოძრაობა. გარკვეული რაოდენობის პრონაცია ნორმალურია, მაგრამ ძალიან ბევრს შეუძლია მუხლების პრობლემები გამოიწვიოს, რადგან მუხლს გასწორებას აიძულებს და სახსრებში ტკივილს იწვევს.

პრონაციის გამოსწორება შეგიძლიათ დამხმარე ფეხსაცმლით, რომელიც პრონაციის თავიდან ასაცილებლად არის შექმნილი. ასევე ორთოპედიული ჩასადებით, რომელიც სპეციალურად ფეხსაცმლისთვის არის შექმნილი.

მუხლის ტკივილის თავიდან ასაცილებლად დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ატარეთ. მაღალი ქუსლი სხეულს წინ უბიძგებს და მუხლზე დატვირთვას ქმნის. აირჩიეთ ფეხსაცმელი, რომელსაც მყარი ქუსლი აქვს, რადგან ასე ქუსლის დაფიქსირებას შეძლებთ. შედეგად, მუხლებზე დატვირთვას გააქრობთ და ტკივილს შეამცირებთ.

მაგნიუმის სულფატი

შესანიშნავი საშუალება მუხლის ტკივილის გასაქრობად. მას უკვე წლებია იყენებენ, რადგან დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს.

დაგჭირდებათ:

  • 50 გრ მაგნიუმის სულფატი
  • 1 ლ თბილი წყალი

ინგრედიენტები აურიეთ და კომპრესად გამოიყენეთ. მაგნიუმის სულფატი შეგიძლიათ ზეთს დაუმატოთ და შესაზელად და მტკივნეული სახსრების დასამასაჟებლად გამოიყენოთ.

კურკუმა და კოჭა

ორივე ნატურალური ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომლებიც მუხლის ტკივილს აქრობენ. ართრიტის დროს განსაკუთრებით ეფექტურია.

დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა წყალი
  • ½ ჩ/კ დაფქული კოჭა
  • ½ ჩ/კ დაფქული კურკუმა + მწიკვი დაფქული შავი წიწაკა
  • თაფლი გემოვნებით

2 ფინჯანი წყალი აადუღეთ, შემდეგ სანელებლები დაუმატეთ. 10-15 წუთით დააყენეთ. თაფლი გემოვნებით დაუმატეთ და 150-200 მლ დღეში 2–ჯერ დალიეთ.

პიტნა და ევკალიპტის ზეთი

პიტნა და ევკალიპტი ართრიტის განვითარებას არ აფერხებს, მაგრამ მათში შემავალი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები მუხლის ტკივილს ამცირებენ. ისინი გამაჯანსაღებელ შეგრძნებას ქმნიან, რაც დროებით ნებისმიერ ტკივილს აყუჩებს. ასევე მოგადუნებთ და ართრიტის ტკივილს შეამსუბუქებს.

დაგჭირდებათ:

  • 5-10 წვეთი პიტნის ზეთი
  • 5-10 წვეთი ევკალიპტის ზეთი
  • 1-2 ს/კ გადამზიდი ზეთი (ზეითუნი, ნუში, ყურძნის კურკი და სხვა)
  • პატარა მუქი, მინის ბოთლი

ევკალიპტის და პიტნის ზეთი, ასევე გადამზიდი ზეთი აურიეთ. ნარევი მუქ, მინის ბოთლში შეინახეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. ძლიერი ტკივილის დროს სახსრებში შეიზილეთ. ეს ყველაზე ეფექტური შინაურული საშუალებაა მუხლის ტკივილის გასაქრობად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს