ძლიერი ნარევი ზედმეტ სითხეს და ცხიმს აქრობს, მხედველობას, მეხსიერებას, სმენას და ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს

878

Vivien გთავაზობთ ძლიერი ნარევის რეცეპტს, რომლის დახმარებით ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნით და ზედმეტ ცხიმებს დაწვავთ, ხოლო მხედველობის, სმენის და ტვინის ფუნქციების მუშაობა გაუმჯობესდება.

ლიმონის და კოჭის კომბინაცია ცხიმის დასაწვავად და გასახდომად საუკეთესო ბუნებრივ ფორმულად ითვლება.

ლიმონი ააქტიურებს რიგ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც ზედმეტი ცხიმის დაწვას და მათ ენერგიად გარდაქმნას ხელს უწყობენ.

კოჭა საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს სტიმულირებს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. შედეგად, აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები უფრო სწრაფად შთაინთქმება. ნივთიერება, რომელიც ყაბზობას და მუცლის შებერილობას იწვევს, ორგანიზმიდან ადვილად გამოდის. ეს პროცესები ჭარბი წონის დაკარგვას აჩქარებენ.

ნარევი მუცლის ცხიმს უფრო ეფექტურად წვავს, ვიდრე ცხიმს სხეულის სხვა ნაწილებში. შედეგად, სისხლში ინსულინის დონის გაკონტროლებას შეძლებთ.

დარიჩინი ინსულინის აქტივობის მიბაძვის უნიკალურ უნარს ფლობს, ამით სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

პირშუშხა ცხიმიან საკვებთან ერთად ძალიან სასარგებლოა, რადგან საჭმლის მონელებას სტიმულირებს. ასევე ორგანიზმს წმენდს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ცხიმოვან დაგროვებებს აქრობს, რაც დიაბეტიკებისთვის რეკომენდებულია. ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების შექმნას და განვითარებას ეფექტურად სტიმულირებს. პირშუშხას ფესვი მდიდარია C, B1, B6, B2 ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და რკინით. შეგიძლიათ თქვენს კერძებს დაუმატოთ ან ბუნებრივ მედიკამენტად გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 130 გრ პირშუშხა
  • 1 ჩ/კ ახალი გახეხილი კოჭის ფესვი
  • 3 ლიმონი ცედრით
  • 2 ჩ/კ ცეილონის დარიჩინი
  • 1 ჭიქა ნატურალური თაფლი

მომზადება:

  1. პირშუშხა და კოჭა აურიეთ.
  2. ლიმონი ნაჭრებად დაჭერით.
  3. ლიმონის ნაჭრები, პირშუშხა და კოჭა აურიეთ.
  4. თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  5. ნარევი ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.

რეკომენდებულია 1 ჩ/კ ნარევი დღეში 2–ჯერ, საკვებთან ერთად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს