სუფთა ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: ექიმმა ძლიერი რეცეპტი მასწავლა

2145

Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მომხმარებლის ისტორიას, რომელსაც საჭმლის მონელების სერიოზული პრობლემები აწუხებდა, მაგრამ ორგანიზმის გაწმენდის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება იგრძნო. ასევე გთავაზობთ ეფექტურ რეცეპტს, რომლის დახმარებით სუფთა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის შენარჩუნებას შეძლებთ.

„ეს ჩემი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ გადავწყვიტე ნაწლავების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა სპეციალური დიეტის დახმარებით, რადგან საჭმლის მონელების სერიოზული პრობლემები მქონდა.

მუცელში ბუყბუყი, შებერილობა, გაზების ჭარბი წარმოება, გულძმარვა და ბოყინი მაწუხებდა. რამდენიმე წლის წინ სამედიცინო გამოკვლევისას ექიმმა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა მირჩია. მუდმივი პრობლემები ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ცხიმოვანი დაბინძურების ნიშნები იყო. პირველი გაწმენდის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ამიტომ წელიწადში 3-4-ჯერ პროცედურას ვიმეორებ.

მეთოდი ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტურია. ის ექიმმა გერი ნალიმ შეიმუშავა და 2003 წელს მის წიგნში „მიკრობები, ბიოლოგიური ომი, ვაქცინები: რა უნდა იცოდეთ“ დაიბეჭდა.

ამ მეთოდში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ დღის განმავლობაში ჭამა შეიძლება და შიმშილობა საჭირო არაა.

ახალ დაწურული გრეიფრუტის წვენი ფლავონოიდებს, ანტიოქსიდანტებს და ფერმენტებს შეიცავს. ისინი ნაღვლის ბუშტში კენჭების დაშლას და თავიდან აცილებას, ასევე ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდას ხელს უწყობენ.

ექიმი ნალი გვირჩევს, რომ ახალი (უმი ან ორთქლზე მსუბუქად მომზადებული) მუქი მწვანე საკვები მივირთვათ. ეს ღვიძლის მუშაობას და ნაღვლის გადინებას სტიმულირებს, ასევე საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

ადამიანები ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვას სვამენ: „ეს წმენდა ტუალეტში ხშირად გასვლას გვაიძულებს?“ ან „დიარეა მექნება?“. ვერ გეტყვით, თქვენი სხეულის როგორ რეაგირებას მოახდენს, მაგრამ ასეთ წმენდას წელიწადში 3-4-ჯერ ვიტარებ და მსგავსი პრობლემა არასდროს მქონია.

ასეთი წმენდის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ, ბოყინი გაქრა. თვალის თეთრი გარსი უფრო ნათელი, ენა ჯანმრთელი გახდა. საშუალებას ყოველ დილით, 7 დღის განმავლობაში ვიღებ.

ექიმი ნალი მის დალევას დილით, უზმოზე გვირჩევს. წვენს ვამზადებ, ვსვამ და 2-3 საათის შემდეგ მყარ საკვებს ვიღებ.“

გაფრთხილება: არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი, თუ დიდი რაოდენობით სტატინებს იღებთ. დიეტოლოგის, კეტრინ ზერაცკის თქმით, გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერმენტებზე, რომლებიც გარკვეულ მედიკამენტებს შლიან. განსაკუთრებით ბლოკავს კალციუმის არხებს და მედიკამენტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ეს კი გადაჭარბებას გამოიწვევს.

წმენდის დროს გირჩევთ მედიკამენტების მიღება შეწყვიტოთ, თუნდაც გრეიფრუტის წვენი ფორთოხლის წვენით ჩაანაცვლოთ. წმენდის პროცესში ნაღვლის გამოყოფამ შეიძლება მედიკამენტების არასწორად ათვისება გამოიწვიოს.

გამწმენდი რეცეპტი 1 დღისთვის

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ტკბილი გრეიფრუტი
  • 1 ს/კ ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი (სასურველია არარაფინირებული, პირველი ცივი დაწურვის ზეთი)
  • 1–2 ახალი ნივრის კბილი
  • მწიკვი კაიენის წიწაკა ან ნებისმიერი სხვა ცხარე წითელი წიწაკა

გრეიფრუტი და ნიორი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ცოტა წყალი, ლიმონის წვენი, ზეთი, წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. იმწამსვე უზმოზე დალიეთ. 2-3 საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების დროს ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს