ღვიძლი ერთ–ერთი ორგანოა, რომელსაც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ბევრი მოვალეობა აკისრია. ის სისხლის გაწმენდაზე, ცილების და ფერმენტების სინთეზზე, ტოქსინების გამოდევნასა და ვიტამინების შენახვაზეა პასუხისმგებელი. ასევე მოგაშორებთ მძიმე მეტალებს, რომლებიც დაავადებების განვითარებას იწვევენ.
სწორედ ამიტომ, ღვიძლზე ზრუნვა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. Vivien გირჩევთ, რომ მოიშოროთ სახიფათო ჩვევები, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და არასწორი კვება, რომლებიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.
ამ მავნე ჩვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ციროზი, ღვიძლის გაცხიმოვნება და საჭმლის მონელების დარღვევები და სხვა სერიოზული დაავადებები.
ორგანიზმის კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად და ამ ორგანოს მოსავლელად ნატურალური მეთოდები არსებობს. Vivien გთავაზობთ 2 რეცეპტს ნატურალური ინგრედიენტებით, რომლებიც ამ საქმეს ეფექტურად გაუმკლავდებიან!
ლიმონის და ჭარხლის სმუზი
ჭარხალი არტერიული წნევის დარეგულირებასა და ორგანიზმის მინერალიზაციაზე პასუხისმგებელია. ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ლიმონი ორგანიზმს ატუტოვნებს.
ინგრედიენტები:
- ჭარხალი
- ლიმონის წვენი
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება:
- ჭარხალი კარგად გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით, რომ სმუზის მომზადება გაგიმარტივდეთ.
- ლიმონის ან ფორთოხლის წვენი გაწურეთ.
- 50-70 გრ ჭარხალი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ჭიქა სუფთა წყალი დააბლენდერეთ.
- რეკომენდებულია, 1 ჭიქა წვენი დღეში ერთხელ, კვირაში 2-4-ჯერ დალიოთ.
ოხრახუშის და ნიახურის სმუზი
ოხრახუში ღვიძლის, ასევე თირკმლების ბუნებრივი გზით გასაწმენდად სასარგებლოა. ნიახური სმუზის მოსამზადებლად არა მხოლოდ შესანიშნავი ბოსტნეულია, არამედ შარდმდენი მოქმედება აქვს და მინერალებით მდიდარია.
ინგრედიენტები:
- ღერო ან 1 პატარა მუჭა ნიახურის ფოთლები
- კიტრი ან მწვანე ვაშლი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ჩ/კ ოხრახუშის ფოთლები
მომზადება:
- ინგრედიენტები გარეცხეთ, თითოეული პატარა ნაჭრებად დაჭერით, რომ სმუზი უპრობლემოდ დააბლენდეროთ.
- რეკომენდებულია დილით, საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე, კვირაში 1–2–ჯერ დალიოთ.
ორივე სმუზი მონაცვლეობით გამოიყენეთ და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!